ინახავთ საყვარელი ადამიანის ფოტოს საფულეში? გაგიგიათ, რომ ასე ჯობია არ გააკეთოთ? “paparazzi.ge” აგისხნით თუ რატომ გვირჩევენ უარი ვთქვათ ასეთ სენტიმენტალურ ჟესტზე.
სამახსოვრო ფოტო
დასაწყისისთვის გავარკვიოთ, საერთოდ რატომ ვდებთ ახლობლების ფოტოებს საფულეში. ფსიქოლოგები ამას იმ ადამიანთან სიახლოვის სურვილით ხსნიან.
ეს განსაკუთრებულად იმ ადამიანებს ჭირდებათ, ვინც თავს მარტოსულად გრძნობენ და რთულ მომენტში ფოტოზე დახედვაც კი ძალას მატებთ.
კიდევ ამბობენ, რომ ჩვენ საკუთარ ანარეკლს სხვებში ვხედავთ. ეს გვეხმარება მათთან კონტაქტის დამყარებაში. ამ შეგრძნებისთვის მის ფოტოზე დახედვაც საკმარისია.
ქაღალდის ფულის და საერთოდ, საფულის მომხმარებელი თანდათან მცირდება. თანამედროვე ადამიანისთვის საკრედიტო ბარათები და უნაღდო ანგარიშსწორება უფრო მოსახერხებელია. ბარათით გადახდის ფუნქციაც ტელეფონმა მიიღო. ტელეფონშივე ინახება აუარებელი ფოტო, რომელსაც ნებისმიერ დროს დახედავთ.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი საფულე საყვარელი ადამიანების პატარა ფოტოებით, სულ სხვა აურის მატარებელია. ამასთან დაკავშირებით კი თურმე არსებობს ცრურწმენა.
რატომ არ შეიძლება ჩავდოთ ახლობლების ფოტოები საფულეში
თუ გაინტერესებთ ასეთი თემატიკა, გეცოდინებათ, რომ ფული იწოვს ენერგეტიკას. წარმოიდგინეთ, რამდენ ხელში გამოიარა თავად კუპიურამ სანამ თქვენამდე მოვიდოდა. ფოტო, რომელიც ამ ფულთან ახლოს დევს ამ ენერგიას მიიღებს და კაცმა არ იცის, თუ რა სახის იქნება ის – პოზიტიური თუ ნეგატიური.
ამბობენ, რომ ამით შეიძლება ახლობელ ადამიანს უბედურება შეემთხვეს, ისე, რომ საერთოდ ვერც მიხვდეთ რატომ. კატეგორიულად არ შეიძლება საფულეში გარდაცვლილი ადამიანების ფოტოების ჩადება. მათ აქვთ დამანგრეველი ენერგია, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
ასევე არსებობს ცრურწმენა, რომ არ შეიძლება საფულით შეყვარებულის ფოტოს ტარება. ეს იწვევს უსიამოვნებებს წყვილს შორის. პრობლემის მიზეზი კი ემოციური კავშირის გაწყვეტა იქნება.
კიდევ ამბობენ, რომ ადამიანი, რომლის ფოტო თქვენს საფულეშია, ვერ იქნება ბედნიერი. რატომ უნდა გარისკოთ?
საფულეში არ ჩადოთ სხვისი სავიზიტო ბარათები და ბილეთები. ასევე გაუქმებული საკრედიტო ბარათები. ისინი თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე ცუდად მოქმედებენ. მოიშორეთ წამლის ვადაგასული რეცეპტები – ამბობენ, რომ აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს. თუ იპოვე ან მოიგე ფული, ჩადე ის ცალკე, არ შეურიო გამომუშავებულ თანხას.
გირჩევთ
თუ თქვენ გინდათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, საფულეში ჩადეთ თილისმის სახით პირშუშხას (ხრენი) ფესვი. ამბობენ რომ მას ფულის მოზიდვა შეუძლია. ფენშუის მიმდევრები კი ამ მიზნისთვის ყურძნის მტევნების ფოტოების ტარებას გვირჩევენ. ამობეჭდეთ და ჩადეთ საფულეში სამახსოვრო ფოტოების მაგივრად.
ამავე მიზნით მუშაობს პიტნის ან მწვანე ჩაის ფოტო. ასევე მიიჩნევენ, რომ საფულე ბოლომდე არ უნდა დააცარიელოთ. თუნდაც ერთი მონეტა გედოთ ბარაქისთვის.
თქვენ თუ გჯერათ მსგავსი ნიშნების? გაგიგიათ რამე ამის შესახებ?