მამაკაცების აღქმაში კარგი ცოლი მოსამსახურეს უტოლდება. როცა მოამზადებს საჭმელს,გააცხელებს და მიართმევს ქმარს-ამ შემთხვევაში შესანიშნავი მეუღლეა,თუ არ შეახსენებს მამაკაცს,რომ საკვები მაცივარშია-ის უკვე ცუდი დიასახლისი ხდება. მზრუნველი ცოლი ყოველთვის ცდილობს ასიამოვნოს ქმარს,თუმცა ზოგჯერ ისინი ამით ბოროტად სარგებლობენ.
მზრუნველი ცოლი
” ამ კვირაში დაქალს შევხვდი. უეცრად ანას ტელეფონმა დარეკა,მან ბავშვს მოჰკიდა ხელი და სახლისკენ გაიქცა. ის შინისაკენ იმ მიზნით მიიჩქაროდა, რომ ქმრისთვის ყავა მოედუღებინა და გაეცხელებინა ხაჭოს ნამცხვრები,ვიდრე მას ეძინა. ნუთუ მას არ შეუძლია უკვე მზა საკვები თეფშზე გადმოიღოს?”-გაუკვირდა ქეთის. ის ანასთან დიდი ხანია მეგობრობს და საერთო ეზოში მის მეზობლად ცხოვრობს.
ანა ყოველთვის მშვიდი გოგონა იყო, მის მშობლებს კონსერვატიული ხედვები აქვთ და ასეთივე იდეოლოგიით აღზარდეს ქალიშვილი. ანა მუდამ ეძებდა დასაყრდენ მამაკაცს,მაგრამ მისი მეუღლე-ზედმეტად თავმოყვარე და ზარმაცი აღმოჩნდა. ერთი რამ დამაიმედებელია:ანდროს კარგი ანაზღაურება აქვს. ოჯახურ მოვალეობებს ის ამ გზით აკომპენსირებს.
ანა ზრდის 6 წლის ვაჟს,სამსახურის დაწყებას არც კი აპირებს. ის შეეჩვია იმ გარემოებას, რომ ყველაფერში ქმრის იმედაა. ეს არცაა გასაკვირი,ის ხომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გათხოვდა. მანამდე ანა მშობლების მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. ის დღეში სამჯერ უმზადებს საყვარელ მამაკაცს სხვადასხვა დელიკატესებს,ალაგებს სახლს,ზრდის შვილს. მეუღლე ოჯახურ საქმეებში საერთოდ არ ეხმარება. მან არც კი იცის, სად ინახება სუფთა ტანსაცმელი და როგორ გააცხელოს საჭმელი.
ანას რამდენიმე მეგობარიც მსგავს სიტუაციაშია. ისინიც ცხოვრობენ ქმრების ხარჯზე და მთლიანად ოჯახსა და შვლებზე არიან კონცენტრირებული. თუმცა არცერთი მათგანი არ დგება დილით ადრე, რათა დილით დაეხმაროს მეუღლეს მოწესრიგებაში და მოუმზადოს საუზმე.
რედაქციისგან
“ნორმალური ოჯახის” ცნება ყველა წყვილს თავისებურად ესმის. ანას შემთხვევაში, მას ძალიან გაუმართლა, რადგან ცოლ-ქმრის მსოფლმხედველობა ერთმანეთს ემთხვევა. ის ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს.
ყველა ქალს არ სურს აიწყოს კარიერა და იყოს დამოუკიდებელი. ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრ ჩვევას მშობლებისგან ვიძენთ. მათგან ვსწავლობთ ოჯახის შენებას,ტრადიციებს, თუმცა ურთიერთგაგების გარეშე ის დაინგრევა.ცოლ-ქმარი პატივს უნდა სცემდეს ერთმანეთს.