ვაპირებ ზაფხულში ჭრიჭინასავით ვიჭრიჭინო, გაგიზიარებთ გეგმებს

0
177

როგორ უნდა გავატაროთ ზაფხული ისე, რომ უცბად არ ჩაგველიოს ხელში. ამ თბილ და რომანტიულ წელიწადის დროს ყველა მოუთმენლად ელოდება. ეს არის შვებულების, დასვენების და საუკეთესო განწყობის პერიოდი. “paparazzi.ge” გაგაცნობთ ძირითად გეგმას, რომ თქვენი ზაფხული ყოველდღიურმა საზრუნავმა უცბად არ ამოწუროს და ნაყოფიერად გაატაროთ ის.

დრო სწრაფად გარბის. გაიხსენეთ თქვენი თავი 11 წლის ასაკში, ივნისის დასაწყისში იწყებოდა თქვენი ზაფხული. გახსოვთ ეს როდის იყო? ნამდვილი ზაფხული გქონდათ მაშინ – ბედნიერი და უზრუნველი. ეხლა კი…

ზაფხულის სასიამოვნოდ გატარების გეგმა

თქვენი ზაფხული არის 1-2 კვირიანი შვებულება და ნამდვილად არ უნდა დაკარგოთ დრო. თითოეული დღე სასიამოვნო უნდა იყოს თქვენთვის და პოზიტივით აღსავსე. ეს არის დრო, როცა უნდა მოიკრიბოთ ენერგია, რომელიც მთელი წლის მანძილზე უნდა გაგყვეთ.

როგორ გავატაროთ ზაფხული

  1. ხშირად გადით სახლიდან. დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან და ყოფით პრობლემებთან ერთად, კარანტინმა ბოროტი ხუმრობა წამოიწყო ჩვენთვის. კვირაობით ჩაგვკეტა სახლში და კიდევ უფრო დაგვსტრესა. შეგიძლიათ გახვიდეთ და უბრალო პიკნიკი მოაწყოთ ბუნებაში. თუნდაც ნახევარი საათით, თუნდაც ახლო-მახლო სკვერში. უბრალოდ წამოწექით ბალახზე და მიირთვით ჰამბურგერი. ეს ხომ ძალიან მარტივია?
  2. რთული წარმოსადგენია თანამედროვე ადამიანი ყურსასმენების გარეშე. ასე მივეჩვიეთ ცხოვრებას. გადადეთ ეს ჩვევა გვერდზე, მოუსმინეთ გარემოს: ჩიტების ჭიკჭიკს, ფოთლების შრიალს, წყლის ხმაურს, ბავშვების ლაღ სიცილს – ეს არის ზაფხულის საუკეთესო მუსიკა!
  3. მოიკრიბეთ ნებისყოფა და ძალები, შედით თქვენს ფეისბუკზე და მოძებნეთ ღილაკი “გამოსვლა”. თუ ზაფხულის შეგრძნება გინდათ, სოციალური ქსელი გვერდზე გადადეთ და უპირატესობა დასვენებას მიანიჭეთ. ამით არაფერი დაგიშავდებათ, პირიქით, უფრო თავისუფლად ისუნთქებთ.
  4. ზაფხული – მარწყვის, ალუბლის, მოცხარის და ნაყინის სეზონია. ეს არის უზრუნველი და თბილი დროის სიმბოლო. დატკბით ამ განუმეორებელი არომატებით.
  5. კურორტი – ეს ძალიან კარგია, ამასთან გარემოს გამოცვლაც მნიშვნელოვანია. აირჩიეთ მოგზაურობა, რომ საუკეთესოდ გაატაროთ უქმეები. თუნდაც ახლო-მახლო, მეზობელ ქალაქში. მუზეუმი, გამოფენა, კონცერტი – სულიერად აგავსებთ და უამრავ პოზიტიურ ემოციას მიიღებთ.

ძილი ზაფხულის ღამეში

  1. გაიხსენეთ შექსპირი და მისი “ზაფხულის ღამის სიზმარი”. წარმოიდგინეთ, რა გიჟური რომანტიკაა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ძილი. შეისწავლეთ თითოეული ვარსკვლავი, უყურეთ მათ. ეს ნამდვილი ბედნიერებაა! კოღოების შემოსევაზეც დათანხმდებით, ოღონდაც ეს ნახოთ!
  2. აქტიური დასვენება თუ მედიტაცია? ეს თქვენი ხასიათიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ. ან მთლიანად გადაეშვით აქტიურ ფაზაში, ან მოდუნდით და თითოეული წამით დატკბით.
  3. ყველას თავისი ჭიანჭველები ყავს თავში. გაბედეთ, რაც აქამდე გინდოდათ და ვერ აკეთებდით. გინდოდათ ღამით შიშველს გებანავათ მდინარეში? იბანავეთ! გინდოდათ პარაშუტით გადმოხტომა? გადმოხტით. გინდოდათ ტყეში ველურივით ცხოვრება? იცხოვრეთ! ეს თქვენი დროა და იმოქმედეთ.
  4. ზაფხული საუკეთესო დროა თქვენი სტილის სადემონსტრაციოდ. ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ: ლამაზი, მსუბუქი ფეხსაცმელები, ჰაეროვანი სარაფნები…
  5. რაიმე ახლის შესწავლისთვისაც საუკეთესო დროა. ან იქნებ წიგნის დაწერა გინდათ? ან უცხო ენის ათვისება? დაიწყეთ რაიმე ახალი.

რედაქციისგან

როგორც ხედავთ, არსად წერია სიზარმაცე და არაფრის კეთება. ამ სიტყვას თქვენი ზაფხულის გეგმაში ადგილი არ აქვს. არასოდეს მოგნდომებიათ თბილ წვიმაში ფეხშიშველი სირბილი? მერე რაღას უცდით? გადით გარეთ და გაერთეთ! ამ ყველაფრის მერე კი აუცილებლად იტყვით: ზაფხული სასიამოვნოდ გავატარე!

როგორია თქვენი გეგმები ამ ზაფხულში? რომელია თქვენი მალული ოცნება? რა გიშლით ხელს მის შესრულებაში?