გასრესილი გაყინული მარწყვი მთლიანზე გემრიელია, ჩემს სამზარეულოში კენკრის გაყინვის სეზონი დადგა

0
147

ზაფხული-საუკეთესო დროა სააგარაკო გმირობებისთვის. იღბლიანი გმირები ყოველთვის იღებენ მაღალ ჯილდოს,კერძოდ,უხვ მოსავალს. მისი შენახვა ყოველთვის არაა მოსახერხებელი. მარწყვის გაყინვა-ნორმალური პრაქტიკაა,თუ გსურთ მისი ზამთრამდე შენახვა.

მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ამ ტკბილი და გემრიელი კენკრის გაყინვის მეთოდებს. არაფერის ბრძნული და განსაკუთრებული, სამაგიეროდ, წელიწადის ცივ დროს შეძლებთ მის დაგემოვნებას.

შაქრიანი მარწყვი

ინგრედიენტები:

  • 1კგ მარწყვი
  • 200გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ მარწყვები და მოაწყვიტეთ ყუნწები. შემდეგ დააყარეთ შაქარი და მოურიეთ.ეცადეთ არ დაარღვიოთ კენკრის მთლიანობა.
  2. ჩააწყვეთ  საკვებ კონტეინერებში და მჭიდროთ დაახურეთ თავზე. საყინულეში ისინი ზამთრამდე იქნება.

მარწყვი პიურესთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 3-4ს.კ შაქარი
  • 1,5კგ მარწყვი

მომზადების წესი:

  1. მარწყვის მთლინი რაოდენობა ორად გაყავით,1კგ და 500გ შესაბამისად. მცირე ნაწილი აქციეთ პიურედ ბლენდერში. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და კოვზით მოურიეთ რამდენიმე წუთი,რათა შაქარი გადნეს.
  2. კენკრა საკვებ კონტეინერში ჩაყარეთ და ტკბილი პიურე მოასხით. შემდეგ დაახურეთ თავზე და მაცივარში შეინახეთ.

მარწყვის პიურე

ინგრედიენტები:

  • 1კგ მარწყვი
  • 4ს.კ შაქარი
  • 1ჩ.კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. ეს მეთოდი წინას ძალიან ჰგავს,მარწყვი ვაქციოთ პიურედ,შევურიოთ შაქარი და ლიმონის წვენი, გადავურიოთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოათავსეთ ის კონტეინერებში და გაყინეთ.
  2. ასევე შეგიძლიათ პიურე სპეციალურ ფორმებში ჩაასხათ და ისე შეინახოთ.

მარწყვი სიროფში

ინგრედიენტები:

  • 1,5კგ მარწყვი
  • 1ჭიქა შაქარი
  • 1ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული მარწყვები ჩაალაგეთ კონტეინერებში.დატოვეთ მცირე თავისუფალი ადგილი.
  2. წყალი აადუღეთ და აცადეთ გაგრილება. დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ,ვიდრე სიროფს არ მიიღებთ და ჩაასხით კონტეინერებში.

მაწყვი სიროფში

ინგრედიენტები:

  • მარწყვი
  • პოლიეთილენის სტრეჩი

მომზადების წესი:

  1. საყინულეში დააფინეთ სტრეჩი. აუცილებელი იქ იყოს სისუფთავე და არ იგრძობოდეს ზედმეტი სუნები. მარწყვი,სავარაუდოდ,მათ შეიწოვს. დაალაგეთ ისინი ერთ რიგში ერთმანეთის დაშორებით. საყინულეში შეინახეთ დაახლოებით ერთი საათით.
  2. გაყინული მარწყვები ჩააწყვეთ პარკში და დააბრუნეთ საყინულეშ. ისინი აღარ გამოყოფს წვენ,არ მიეკვრება ერთმანეთს.

მარწყვის ადგილი შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ხილმა და პომიდორმაც კი. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მიიღებთ გაყინულ პროდუქტებს,რომლებიც შეინარჩუნებს ვიტამინებს.