გასაკვირია, მაგრამ 4 ფორთოხლისგან 9 ლიტრ წვენს მიიღებთ. გემრიელი და სასარგებლო სასმელი

478
©MrGerVick

4 ფორთოხლისგან 9 ლიტრი წვენის მიღება – ვიღაც იტყვის, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენ კი დღეს საწინააღმდეგოში დაგარწმუნებთ. მაღაზიებში წვენების მრავალფეროვნებაა, თუმცა ფაქტი არაა, რომ ისინი სასარგებლოა და ქიმიკატებით არაა გატენილი. ჩვენმა რედაქციამ იპოვა რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ წყურვილის მოკვლაში გემრიელად და სასარგებლოდ!

ინგრედიენტები

  • 4 საშუალო ზომის ფორთოხალი
  • 9 ლ სასმელი წყალი
  • 1 კგ შაქარი
  • 30 გ ლიმონმჟავა

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ფორთოხალი ჯაგრისით, გადაავლეთ მდუღარე წყალი და გაამშრალეთ. შედგით საყინულეში 2 საათით ან მთელი ღამით. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დაჭრის დროს წვენი არ გაუვიდეს.

2. გაალღვეთ ციტრუსი და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში ან ათქვიფეთ ბლენდერში.

©MrGerVick

3. დაასხით მიღებულ მასას 3 ლ ცივი, გადადუღებული წყალი. დააყენეთ 10 წუთით, გადაწურეთ 5-ფენიან მარლაში.

©MrGerVick

4. მიღებულ წვენს დაუმატეთ კიდევ 6 ლ წყალი, 1 კგ შაქარი და 30 გ ლიმონმჟავა(შეგიძლიათ 1 ლიმონის წვენით შეცვალოთ), მოურიეთ, ჩაასხით ბოთლებში და დააყენეთ 1 საათით.

©MrGerVick

საბოლოო ჯამში, მიიღებთ 9 ლ გემრიელ ფორთოხლის წვენს.

გადაწურვის შემდეგ დარჩენილი რბილობით შეგიძლიათ მურაბა მოამზადოთ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს