მზეთუნახავის და ურჩხულის შესახებ ზღაპარი გამოგონილი არაა. ცხოველის მსგავსი მამაკაცის გასაოცარი ისტორია

965

მზეთუნახავის და ურჩხულის შესახებ ისტორია ვის არ აქვს მოსმენილი. ურჩხულის სიყვარულის ისტორია, რომლის ქვის გული მზეთუნახავმა ბელამ თავისი სიკეთით და გულწრფელობით დაამსხვრია.

უმეტესობა ჩვენგანს გონია, რომ ეს მხოლოდ ზღაპარია, მაგრამ „პაპარაცმა“ გაიგო, რომ სინამდვილეში ბევრად უფრო ნამდვილი ისტორიაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. აი, ვინ იყო სინამდვილეში ცხოველის მსგავსი მამაკაცი.

ცნობილი ისტორიის კლასიკური ვარიანტი საფრანგეთში იყო დაწერილი და დიდი ალბათობით ჰიპერტრიქოზის (ჭარბთმიანობის) დაავადების პირველ დოკუმენტურ შემთხვევას უკავშირდება.

დემონური არსება სამეფო დონის განათლებით

მე-16 საუკუნეში ტენერიფის კუნძულზე (ესპანეთი) უჩვეულო გარეგნობის ბავშვი დაიბადა – მისი სხეული და სახე სრულად თმით იყო დაფარული. ბავშვს პედრო დაარქვეს. მისი როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარ მშობლებს ეშინოდათ. გონსალვუსები თვლიდნენ, რომ მათ შვილს დემონური დაავადება ჰქონდა.

როცა ბიჭს 10 წელი შეუსრულდა, მშობლებმა საფრანგეთში მეკობრეებს მიყიდეს, რომლებმაც შემდეგ „ტყის ბიჭი“ ჰენრიხ მეორეს გამეფების საპატივცემულოდ საჩუქრად მიართვეს. მონარქი მთელ „ცირკს“ ინახავდა, რომლებსაც სხვადასხვა სიმახინჯე და არასტანდარტული გარეგნობა ჰქონდათ. იმ დროში ასეთი ადამიანების სახლში ყოლა ზებუნებრივი ძალების მფლობელობის ნიშანი იყო.

უჩვეულო ბიჭისთვის ევროპის საუკეთესო ექიმებს იწვევდნენ, რომლებიც ერთხმად აცხადებდნენ, რომ ბავშვი ზებუნებრივი არსება კი არა, არამედ განსაკუთრებული დაავადების მქონე ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ამრიგად, მედიცინაში პირველად ჰიპეტრიქოზის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

მეფე ენამახვილ ბიჭს კარგად ექცეოდა. მან ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და ბიჭს პრინცის მსგავსი განათლება მისცა. ასეთი განათლების წყალობით პედრომ სასახლეში კარგი კარიერის შექმნა და საპატიო სტატუსის დონას მიღება შეძლო.

პედროს საუბედუროდ, 1559 წლის ზაფხულში ჰენრიხ მეორე რაინდულ შეჯიბრებაში მძიმე ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა და დედოფალმა ეკატერინემ ქვეყნის მმართველობა დაიწყო.

იძულებითი ქორწინება

ეკატერინემ ექსპერიმენტის ჩატარება და თავისი ლამაზმანი მსახური გოგოს პედროზე დაქორწინება გადაწყვიტა. გოგონამ მეუღლე პირველად საქორწილო ცერემონიაზე დაინახა.

წყვილის პირველი ორი ბავშვი ჯანმრთელები იყვნენ. დედოფალმა მათ მარგარიტ პარმელი, კარლ მეხუთეს უკანონო ქალიშვილი აჩუქა.

ამის შემდეგ ველურ ოჯახს რანუჩო ფარნეზე, ალექსანდრეს, ნიდერლანდებში ყოფილი მმართველის შვილი გადასცეს. სულ უჩვეულო წყვილს 7 ბავშვი ჰყავდა, ამათგან 4 ბავშვს ჭარბთმიანობის ანომალია მამის გენეტიკური უსიამოვნების გამო მემკვიდრეობით გადაეცათ. დაავადების მქონე ბავშვები სხვადასხვა ევროპულ სამეფო კარს მიჰყიდეს.

კატრინმა და პედრომ ერთად დიდხანს იცხოვრეს – დაახლოებით 40 წელი და უფროსი შვილის თხოვნის წყალობით გაათავისუფლეს, რომელიც პარმელ პრინცს მასხარას სახით ემსახურებოდა. მან პრინცს გათავისუფლება სთხოვა. გათავისუფლებულმა ოჯახმა პედროს გარდაცვალებამდე, 1618 წლამდე იტალიურ პროვინციაში იცხოვრა.

ზღაპრის „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ქრესტომათიული ვარიანტი

ზღაპრული ისტორია პირველად ფრანგი მწერალი ქალის გაბრიელ ბარბო დე ვილნევის მიერ 1740 წელს გამოქვეყნდა. ამ ვერსიაში ცხოველის და მისი მშვენიერი შეყვარებულის ისტორია დეტალურად არის აღწერილი. აქ საშინელი ურჩხულს ლაპარაკი უჭირს. ზღაპარს ორი ნაწილი აქვს. პირველ ნაწილში მზეთუნახავის და ურჩხულის ისტორიას გიამბობთ, მეორე ნაწილში კი საუბარი პირველ პირშია, თუ როგორ გახდა ურჩხული ასეთი.

თუმცა 25 წლის შემდეგ ისტორიის შემოკლებული ვერსია ქალის ჟურნალში სხვა ფრანგი მწერალი ქალის, მარი რეპრინს დე ბომონის ხელმძღვანელობით გამოიცა.

შემდეგ ისტორია მესამეჯერ ახალი ავტორით გამოიცა – ახლა ავტორი ცნობილი შარლ პერო იყო, რომელსაც ამ ნაწარმოების ავტორად მიიჩნევდნენ.

ყველაზე უფრო პოპულარული გახდა ზღაპრის ანიმაციური ვერსია, რომელის დისნეის სტუდიამ შექმნა. მულტფილმის შექმნაზე 100 მლნ დოლარი დახარჯეს და „ოსკარიც“ აიღეს.

ზღაპრის უამრავი ვერსია არსებობს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს