პრეტენზიულ უცხოელ სტუმარს მოვუმზადე ქათმის კისრები ისე, რომ რესტორნის საჭმელი ჩალად მოეჩვენა

0
245

ერთხელ ჩემმა მეგობარმა თავისი უცხოელი კოლეგა გამაცნო. მახსოვს, პირველად რომ დააპირეს ჩემთან მოსვლა, არ ვიცოდი რითი გავმასპინძლებოდი. თან მეგობარმა გამაფრთხილა, რომ კოლეგა ძალიან პრეტენზიული იყო საკვების მიმართ. აღმოვჩნდი დიდი საფიქრალის წინაშე. მითუმეტეს, რომ მაცივარი ცარიელი მქონდა. მხოლოდ ქათმის კისრები და რამდენიმე ღერი კამა მედო.

ვერც მაღაზიაში ვასწრებდი გასვლას. ამიტომ გადავწყვიტე რამე იმპროვიზირებული გამეკეთებინა ქათმის კისრებისგან. გადავქექე ინტერნეტი და წავაწყდი საინტერესო კერძის რეცეპტს, რომელსაც დღეს თქვენც გაგიზიარებთ.

გთავაზობთ დეტალურ სიას ინგრედიენტების და მომზადების წესს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ქათმის კისერი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1,5 ს/კ ტომატის პასტა
  • 8-10 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს/კ პაპრიკა
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ ზეთი

 მომზადების წესი:

  1. ქათმის კისრებს მოაცალეთ კანი, გაითვალისწინეთ – მშრალი რომ არ გამოგივიდეთ მოაცალეთ მხოლოდ კანი და არა ცხიმი. შემდეგ დააწყვეთ ისინი ღრმა ჯამში და შეუდექით დამარინადებას.ცალკე ჯამში შეურიეთ თაფლი, სოიოს სოუსი, ტომატის პასტა და დაჭყლეტილი ნიორი. არ დაგავიწყდეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
  2. დაასხით ქათმის კისრებს სოუსი და კარგად აურიეთ.
  3. მარინადის მომზადებას 60 დან 120 წუთი ჭირდება. ამასობაში სხვა საქმით დაკავდით.
  4.  მოასხით საცხობ ფორმაზე მცენარეული ზეთი და მჭიდროდ ჩააწყვეთ დამარინადებული კისრები, დარჩენილი სოუსი მოასხით თავზე თანაბრად.
  5.  ბოლოს შედეთ კისრები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35 წუთი.

ღუმელში შემწვარი ქათმის კისრები ერთ-ერთი მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტია სწრაფად მომზადებისთვის. ის გემრიელია ცივ სასმელებთან ერთად. მთავარი ის არის, რომ ეს განსხვავებული, საზაფხულო, მსუბუქი საჭმელი გემრიელად დაანაყრებს მთელს სამეგობროს. ასე, რომ ქათმის კისრები იდეალური ვარიანტია შაბათის პიკნიკისთვის.

გემრიელად მიირთვით!