ყველაზე გამოცდილი დიასახლისებისთვისაც კი უდიდეს სირთულეს წარმოადგენს ვანა-ტუალეტის დასუფთავება. ეს სახლის სწორედ ის ნაწილია, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება. რაც შეეხება უნიტაზს, საკმაოდ ხშირად ის უსიამოვნო ყვითელი ნადებითა და ჟანგით იფარება, რაც ძალზედ სამწუხაროა. გარდა ამისა, უნიტაზის ზედაპირზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიები ბინადრობს.
რა თქმა უნდა, მაღაზიების დახლებზე ჩვენ შეგვიძლია სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შეძენა, რომლებიც პრობლემას მართლაც ეფექტურად უმკლავდება, თუმცა გარდა იმისა, რომ თითოეული მსგავსი საშუალება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ისინი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, მომავალში აუცილებლად ისარგებლეთ ძალზედ ეფექტური და აბსოლიტურად უსაფრთხო საშუალებით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში პაპარაცი წარმოგიდგენთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
როგორ გავაპრიალოთ უნიტაზი?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 100 გრამი ამიაკი (ნიშადურის სპირტი);
- 50 გ წყალბადის ზეჟანგი;
- უნიტაზის ჯაგრისი;
- ნახევარ ლიტრიანი ქილა;
- რეზინის ხელთათმანები;
- ქაღალდის ხელსახოცები.
ინსტრუქცია:
- კარგად გარეცხეთ ნახევარ ლიტრიანი ქილა და გამოამშრალეთ ის ქაღალდის ხელსახოცებით.
- ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და ჩაასხით ქილაში მოცემული რაოდენობით ნიშადურის სპირტი.
- ჩაამატეთ ქილაში 50 გრამი წყალბადის ზეჟანგი. ფრთხილად გადაურიეთ.
- მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ უნიტაზის ჯაგრისი და შეუდექით უნიტაზის კედლების დამუშავებას.
- დატოვეთ ეს საშუალება უნიტაზის კედლებზე სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ კარგად ჩარეცხეთ რამდენჯერმე გამდინარე წყლით.
კიდევ ერთი გასაოცარი საშუალება მოცემული პრობლემის გადასაჭრელად:
თქვენ დაგჭირდებათ:
- 100 გ ღვინის ძმარი;
- მინის ქილა;
- 2 ს.კ მარილი;
- უნიტაზის სუფთა ჯაგრისი.
ინსტრუქცია:
- ჩაასხით მოცემული რაოდენობით ძმარი მინის ქილაში და ჩაამატეთ მარილი.
- მოათავსეთ ქილა მიკროტალღურ ღუმელში და შეათბეთ 65 გრადუსამდე.
- მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ჯაგრისი და შეუდექით უნიტაზის კედლების დამუშავებას.
- დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15-20 წუთით და ჩარეცხეთ რამდენჯერმე გამდინარე წყლით.
ორივე საშუალება წარმოუდგენლად ეფექტურია უნიტაზიდან უსიამოვნო ნადებისა და ჟანგის მოსაშორებლად. მხოლოდ ერთი პროცედურა საკმარისია იდეალური სისუფთავის მისაღწევად!