თუ გაბედავს და ერთხელ გიღალატებს, მეორედაც შეძლებს ღალატს.

0
169

ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე. პატივისცემა-საყვარელი ადამიანის გვერდით დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების საფუძველია. ეს ყველაფერი გადაიზრდება გულწრფელობაში და ურთიერთგაგებაში.

ჩვენი ისტორიის გმირის ქორწინება სრულიად სხვაგვარი ღირებულებებისგანაა აგებული. ეს სევდიანი ამბავია,რომელიც ძნელია გულზე არ მოხვდეს ადამიანს.

პატივისცემა ოჯახში

“მე და ნიკას თანაცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდი გვქონდა. რაღაც მომენტში ნამდვილად გვიყვარდა ერთმანეთი. ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით.  ჩვიდმეტი წლის ასაკში ვფიქრობდი კარიერულ წინსვლაზე და ვოცნებობდი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე,ამ დროს კი მას შევხვდი. ნიკა უკვე ოცის იყო,მეგონა,ყველაზე კარგად ის მიცნობდა,ზრუნავდა ჩემზე,დავყავდი კინოში,მჩუქნიდა ყვავილებს. დამპირდა,რომ ცხოვრებაში ერთად ყველაფერს მივაღწევდით. 

18 წლის ასაკში უკვე ცოლად გავყევი,ერთ დროს ყველაფერი კარგად იყო,თუმცა შემდეგ ღალატის შესახებ გავიგე. ამ ამბის გააზრება ძალიან მძიმე აღმოჩნდა,თავი მიტოვებული დედაბერი მეგონა,რომელიც აღარავის სჭირდებოდა. მეგობრები და ოჯახის წევრები ცდილობდნენ განქორწინებაზე დავეთანხმებინე. 

თუმცა მოთმინება და ქორწინების შენარჩუნება ვამჯობინე.ერთმა ნაცნობმა მირჩია,რომ მომავალში ქმრის ღალატთან დაკავშირებული  პრობლემებისგან თავი ამერიდებინა და ბავშვი გამეჩინა. ფსიქოლოგები ამბობენ:”როცა მამაკაცი მამა ხდება,იცვლება მისი შეხედულებები სამყაროზე,ოჯახზე და საკუთარ თავზეც კი. ის იზრდება”.

ასეც მოვიქეცი,ერთი წლის წინ მე და ნიკას შვილი გვეყოლა,ნამდვილი გოლიათი,3კგ და 800გ! ჩემი ქმარი სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა,ყველაფერში მეხმარებოდა,მეორე სამსახურიც კი იპოვა.დარწმუნებული ვიყავი,რომ ნიკას გვერდით არაფრის არ უნდა შემშინებოდა! 

თუმცა შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა,ნიკამ დალევა და მეგობრებთან მეტი დროის გატარება დაიწყო,ამას პლუს სამსახური და ცოლ-შვილისთვის საერთოდ ვეღარ იცლიდა. ერთხელ სახლში დაბრუნდა და პირდაპირ მეორე ოთახში შევიდა,მე და ბავშვი თითქოს არც კი ვარსებობდით. ნახევარ საათში ვიღაცამ დაურეკა,მე კი შემთხვევით მათი ლაპარაკი მოვისმინე. 

ხანმოკლე საუბარში გაირკვა, რომ ვიღაც მარინა ურეკავდა,რომელსაც ნიკა სიყვარულში რამდენჯერმე გამოუტყდა,უამრავი კომპლიმენტი უტხრა,დაპირდა,რომ რამდენიმე დღეში ნახავდა,მეორე დღეს კი ფულს დაურიცხავდა.შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ნიკამ დაიძინა. 

მისი მობილურიდან მარინას ნომერი გადმოვიწერე,მათი მიმოწერის თვალიერებისას რამდენიმე პიკანტურ სურათსაც წავაწყდი,მიხვდი,რომ სერიოზული რომანი ჰქონდათ. თურმე ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდნენ,როცა ბავშვი არ გვყავდა. მომდევნო დღეს ქმრისთვის არაფერი მითქვამს. 

როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში? დავურეკო მარინას მშობლებს,დავშორდე ქმარს და დავანგრიო ოჯახი? ამის გაკეთება ყოველთვის შემიძლია.კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს,დაველოდო ბავშვის ბაღში წასვლას,მაშინ ეს უფრო მარტივი იქნება,ნიკაზე ფინანსურად ვარ დამოკიდებული და ამ გარემოებას ჯერ ვერაფერს ვუხერხებ.