მაღაზიაში დავინახე, როგორ იჯდა ორი ბავშვი იატაკზე და ჭამდა ორცხობილას, დედა კი ყურადღებას არ აქცევდა

326

ბავშვის და მშობლის ქცევა ერთი მთლიანობაა. ბავშვი პროეცირებას ახდენს დედის და მამის მოქმედების. ეს განსაკუთრებით გამოკვეთილია ადრეულ ასაკში. ზოგჯერ გაგაოცებს ბავშვი, რომელიც ძალიან განვითარებული და გონიერია, შეხედავ მის ინტელიგენტ მშობლებს და ყველაფერი გასაგებია.

სამწუხაროდ ხშირად გვხვდება საწინააღმდეგოც. უმეტესად ქცევის და კულტურის არმქონე ბავშვები იზრდებიან ოჯახებში, სადაც უფროსები მათი აღზრდით არ არიან დაკავებული. დღეს “paparazzi.ge” გაგიზიარებთ დაუჯერებელ ისტორიას და ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.

მშობლის და ბავშვის ქცევა

“… რამდენიმე დღის წინ მთელი ისტორია შემემთხვა. მოკლედ, შევედი მაღაზიაში და უცნაური სანახაობა დამხვდა. ტკბილეულის თაროსთან იდგა ქალბატონი, ხოლო მისი სამი წლის ბავშვები ისხდნენ იატაკზე და მიირთმევდნენ ორცხობილას.

პირველი რაც ვიფიქრე, მივსულიყავი ბავშვებთან და იატაკიდან ამეყენებინა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი რა მოყვებოდა ამას. ისინი ხომ ჩემი შვილები არ იყვნენ, არ მაქვს უფლება მათ ცხოვრებაში ჩარევის. მაგრამ დედობრივი ინსტიქტი სხვას მკარნახობდა, წარმოვიდგინე ჩემი ქალიშვილი ამ მდგომარეობაში და ავღელვდი. ის რომ მჯდარიყო მაღაზიაში იატაკზე და თან რამე ეჭამა, ხომ გავგიჟდებოდი. იატაკი ხომ ცივი და ბინძურია! როგორ შეიძლება ასე? რა თქმა უნდა, ბავშვების საქციელი მათი აღზრდის ანარეკლი იყო, ასეთი რამ არასდროს მინახავს.

მაინც ვერ შევიკავე თავი და მივუახლოვდი: “ბოდიშს გიხდით, არ მინდოდა ჩარევა, მაგრამ თქვენი პატარები ცივ და ჭუჭყიან იატაკზე სხედან, ალბათ ვერ შეამჩნიეთ ხომ?…” მოკრძალებულად ვუთხარი, რადგან კარგ რეაქციას არ ველოდი. ასეც მოხდა.

პრობლემა

“თქვენ ნუ ერევით რა, ქალბატონო, ჩემი შვილების დასხდებიან სადაც უნდათ და ეს თქვენი საქმე არ არის!” – უხეშად მიპასუხა ქალმა. ამ დროს, მთელი მაღაზია ერთ-ერთი ბავშვის ისტერიულმა ყვირილმა გააყრუა.

უცებ, რა არ ვიფიქრე, მაგრამ აღმოჩნდა, ბავშვს უბრალოდ სურდა კიდევ შოკოლადი. საყიდლების კალათში დედას უკვე ეწყო სამი ფილა რძიანი შოკოლადი, მაგრამ დედამ წამოარტყა ბავშვს, რომ გაჩუმებულიყო. ბავშვმა ტირილი დაიწყო. ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო ეს ყველაფერი.

რა უნდა მექნა? ვხვდებოდი, რომ ამ სიტუაციაში უძლური ვიყავი. ასეთი მშობლების ხელში შვილები ხდებიან მძევლები და როდესმე შეწყდება ბავშვებთან მსგავსი მოპყრობა?”

რედაქციისგან

თავხედი და უწესო ქცევა ბავშვებში უბრალოდ არ ვლინდება. თუ შეამჩნევთ პატარას არასწორ საქციელს, მაშინვე დააკვირდით მშობლებს. ბავშვი არის მათი ქცევების სარკე. გვინდა გვჯეროდეს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი საზოგადოება თანდათან შეიცვლება უკეთესისკენ. ამ ეტაპზე კი სხვა რა დაგვრჩენია, ვოხრავთ და ვმსჯელობთ.

თქვენ შესწრებიხართ მსგავს სიტუაციას? როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს