რა მეხმარება, რომ ყველაგან ვირბინო ქუსლიანი ფეხსაცმლით დაძაბულობის გარეშე.

0
297

რატომ ატარებს თავისუფლად ქალების ნაწილი  ქუსლიან ფეხსაცმლს, სხვებს კი- ნაბიჯის გადადგმაც უჭირთ? როცა საქმე ქუსლიან ფეხსაცმელს ეხება,საჭიროა გავითვალისწინოთ კონკრეტული მოდელის ქუსლის  სიმაღლე,ჩასაფენის სახე. არასოდესაა საკმარისი მისი მხოლოდ ვიზუალური მხრიდან შეფასება. ამ სტატიაში რედაქცია “paparazzi” მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ მოსახერხებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი,გაგიზიარებთ მათი არჩევის წესებს.

მოსახერხებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი

ქუსლი

ქუსლის სიმაღლე განსაზღვრავს სიარულის სიმსუბუქეს.ორთოპედები მიიჩნევენ,რომ ქუსლის იდეალური სიმაღლის განსაზღვრისთვის აუცილებელია ტერფის სიგრძის ცოდნა. გაზომეთ ტერფის სიგრძე დიდი თითის წვერიდან ქუსლამდე და მიღებული ციფრი გაყავით 7-ზე. ჯობს ეს მაჩვენებელი დილით და საღამოს განსაზღვროთ ხოლმე და გამოთვალოთ მათი საშუალო.

ფეხსაცმელი სქელ ქუსლზე უფრო მყარია, ვიდრე წვრილზე. ქუსლი უნდა იყოს მოთავსებული ზუსტად ტერფის ცენტრში. თუ ის შედარებით წინ იქნება გაწეული,ასეთი ფეხსაცმლის ტარება საოცარ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული. ცენტრში მდებარეობის შემთვევაში ქუსლზე ზეწოლა თანაბრად იქნება გადანაწილებული, სხვა შემთვევევბში დატვირთვა მოდის ქუსლებზე,მუხლებსა და ხერხემალზე.

ფეხსაცმლის მოზომვა

მისი ყიდვა დღის პირველ ნახევარში ჯობს,სანამ ის არაა შეშუპებული. თუ ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომაც კი დისკომფორტს განიჭებთ,მაშინ ეს ვარიანტი არ გამოგადგებათ.

იმის გასარკვევად,რამდენად მოსახერხებელი იქნება ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება,ფეხები გაშალეთ მხრების დონეზე და დაჯექით. ამ გზით ქუსლის სიმყარეს შეამოწმებთ. მეორე ტესტი: სწორად დადექით და ფეხის წვერებზე აიწიეთ,ამ დროს ქუსლიც უნდა მოწყდეს ადგილს.

კალაპოტი

ვიწრო კალაპოტის მქონე ფეხსაცმელი თითებზე მოგიჭერთ,შედეგად დაირვევა მათი სისხლით მომარგების პროცესი. ზედმეტად ფართო კი გახდება კოჟრების წარმოქმნის მიზეზი. ყურადღებით შეარჩეთ თქვენთვის შესაფერისი ზომის ფეხსაცმელი,ჯობს ნახევარი ზომით დიდი  იყიდოთ და სილიკონის საფენები ჩააფინოთ სირბილისთვის.

ფეხსაცმლის მასალა

ტყავის ფეხსაცმელი დროთა განმავლობაში დეფორმირდება,ხელოვნური მასალისგან დამზადებული კი- დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და ტარებისას იწვევს ფეხების ტკივილს. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული საფენები კოჟრებისგან თავის არიდების ერთადერთი გზააა. უკეთესია,როცა მათ აქვთ ორთოპედიული ფორმა.

გახსოვდეთ,რომ ერთი და იმავე ფეხსაცმლის ტარება დღეგამოშვებით ჯობს,შეუნაცვლეთ ერთმანეთს სხვადასხვა სიმაღლის  ქუსლის მქონე ფეხსაცმელი. ტერფების ტრავმის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ ჩაიტარეთ მისი ვარჯიშები. თქვენ როგორ ირჩევთ ფეხსაცმელს?