ხილის და კენკრის სეზონი სხვადასხვა სასუსნავის მომზადების სურვილს გვიჩენს. სწორედ ეხლაა დრო მაღალკალორიული ტორტები და ნამცხვრები უფრო სასარგებლო და მსუბუქი დესერტებით ჩავანაცვლოთ. “paparazzi.ge” დღეს მარწყვის პანაკოტას – უგემრიელესი ნაღების დესერტის დაგემოვნებას გთავაზობთ.
საზაფხულო დესერტები
პანაკოტა – ეს არის იტალიური დესერტი, რომელსაც ამზადებენ ცხიმიანი ნაღებით, ჟელატინით და შაქრით. მისი სამშობლოა პიემონტის რეგიონი და მთელს იტალიას ძალიან უყვარს. მიირთმევენ კენკრის, კარამელის ან შოკოლადის სიროფით. რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, მარწყვი პანაკოტას სასიამოვნო მომჟავო არომატს აძლევს.
ინგრედიენტები
- 350 მლ. მაღალ პროცენტიანი ნაღები (20% ან მეტი)
- 2 პაკეტი ჟელატინი (15 -15 გრამიანი)
- 200-250 გრ. მარწყვი
- 200 გრ. შაქარი
- ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი
- დაალბეთ წინასწარ ჟელატინი 2 ს/კ ცივ წყალში, თიოეული პაკეტი ცალ-ცალკე.
- ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ მხოლოდ 70 გრ. შაქარი, ვანილი. შეათბეთ ნელ ცეცხლზე, არ აადუღოთ. შაქარი ბოლომდე უნდა გადნეს.
- დადგით ნაღები გასაგრილებლად, შემდეგ დაუმატეთ გაფუებული ჟელატინის პირველი პორცია. ურიეთ კარგად სანამ ბოლომდე არ გადნება.
- ჩაასხით ნაღები სასურველ ფორმებში ან ჭიქებში და შედგით მაცივარში 30 წუთი.
- დააბლენდერეთ გასუფთავებული მარწყვი. ჩაასხით მიღებული მასა ქვაბში და დაუმატეთ 70 გრ. შაქარი. გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, გადმოდგით გასაგრილებლად.
- მარწყვის პიურეს დაუმატეთ ჟელატინის მეორე პორცია, კარგად აურიეთ.
- დაასხით მარწყვის პიურე ნაღების გაცივებულ ჟელეს დაისევ შედგით მაცივარში.
- სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ პიტნის ფოთლებით, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით.
პანაკოტა გამოდის საოცრად გემრიელი და არომატული. როგორც ხედავთ, მომზადების პროცესი ძალიან მარტივია და არ მოითხოვს დიდ დროს. სულაც არ ჭირდება განსაკუთრებული კულინარიული ცოდნა და ყველა ახალბედა შეძლებს მის გაკეთებას.
ეს დესერტი შეიძლება მომზადდეს სხვა კენკრით ან ხილითაც, შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან დააწყოთ სასურველი ზომის ნაჭრებად ნაღების ფენას. ბოლოს კი მოაყაროთ შაქრის პუდრა.
თქვენ რას ამზადებთ ხოლმე მარწყვით? რომელ საზაფხულო დესერტს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება.