რა არის თქვენი ნამდვილი ნიშანი ვედური ჰოროსკოპის მიხედვით და რას ნიშნავს ყოველივე ეს

0
703

ვედური ჰოროსკოპი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ზუსტ ჰოროსკოპად. მისი მეორე სახელია “ჯიოტიში” და ჩვენში შემოვიდა ინდოეთიდან. დაიმახსოვრეთ აგრეთვე ტერმინი “ნაკშარტი”, მოგვიანებით დაგვჭირდება. ადრეთუ ძირითადად საორიენტაციოდ იყენებდნენ დასავლურ ასტროლოგიას, <> მცირეოდენ აღმოსავლურ ცოდნასაც გაგიზიარებთ. ყურადღებით მოგვისმინეთ და დაიმახსოვრეთ. იქნებ, ზოდიაქოს რომელიმე ნიშანში თქვენი თავი ამოიცნოთ.

ვედური ჰოროსკოპი

“ჯიოტიში” (სანსკრიტზე “სინათლე ზეციური ნათელია”) – ვედური ასტროლოგია. ეს მოძღვრება ერწყმის სიდერიულ ზოდიაქოს. ეს ზოდიაქო, სხვებისგან განსხვავებით, უძრავია. ვარსკვლავების განლაგების სისტემატიური ცვლილებების გამო, მაგალითად ვერძმა შეიძლება ხარის ადგილი დაიკავოს. ჯოიტიშში ასეთი რამ არ ხდება. ამ ჰოროსკოპის ყველა ელემენტი იყო და არის თავის ადგილას.

ჯოიტიში მოიცავს 27 ნაკშატრას, ანუ მთვარის თანავარსკვლავედს. დანარჩენი კი როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, თითოეულ ნაკშატრას ყავს თავისი ციური მფარველი, სულ 9 სხეული: მთვარე, მარსი, იუპიტერი, მერკური, სატურნი, ვენერა, კეტი, პაქსი, მარსი. კეტი და პაქსი – ეს არის მზის და მთვარის ორბიტების კვეთა, რასაც ვედური ჰოროსკოპიც ითვალისწინებს. მათ აგრეთვე მთვარის კვანძებს ან უხილავ პლანეტებს უწოდებენ.

ვადგენთ ვედურ ჰოროსკოპს სწორად

ამ 27 ნაკშატრას მოძებნა და წაკითხვა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის დახასიათების, ძალიან მარტივია. <<paparazzi.ge>> დაგეხმარებათ გაერკვეთ თავად ჯოიტიშის წყობის სისტემაში. არსებობს უამრავი სერვისი, რომელიც ვედური ჰოროსკოპის შედგენას გთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ ძირითადი მონაცემების მითითება. გაინტერესებთ რომელი?

იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანის ნატალური რუქის ფორმირება, აუცილებელია მიუთითოთ დაბადების ზუსტი დრო და ადგილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაზუსტი ინფორმაციის შემთხვევაში, ზუსტ პროგნოზს ვერ მიიღებთ. ზუსტი ინფორმაცია კი დაადგენს, თუ რა მდგომარეობაში იყო ვარსკვლავები ადამიანის დაბადების დროს.

ასევე, ნატალური რუკის შედგენის დროს მნიშვნელოვანია 12 ვედური სახლი. თითოეული სახლი პასუხს აგებს ადამიანის ხასიათზე და მის ცხოვრებაზე. მაგალითად, პირველი სახლი პასუხს აგებს პიროვნულ თვისებებსა და ჯანმრთელობაზე. მეორე – ფინანსებსა და კეთილდღეობაზე; მესამე – და-ძმებზე და მათთან კავშირზე; მეოთხე – არის დედის და ემოციის სახლი; მეხუთე – ბავშვები, განათლება; მეექვსე – ავადმყოფობა, მტრები, ვალები; მეშვიდე სახლი – პარტნიორთან ურთიერთობაზე; მერვე – სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მეცხრე – წარმატებაზე, მეათე – სამსახურსა და კარიერაზე; მეთერთმეტე – ოცნებებზე, ხოლო მეთორმეტე – დანაკარგებსა და ხარჯზე.

როგორ ავხსნათ ვედური ჰოროსკოპი

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ამაში გარკვევა არარეალურია, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ სურვილი გაქვთ, გაეცანით ვედური ასტროლოგების რჩევებს. ეს დაგეხმარებათ გაერკვეთ, თუ რითი ჯობია დაიწყოთ შესწავლა.

მაგალითად, იმისათვის, რომ გაერკვეთ, თუ რითი განსხვავდება ვედური ჰოროსკოპი ჩვეულებრივისგან, მოიძიეთ 27 ნაკშარტი ინტერნეტში. თითოეულს მითითებული აქვს თავისი დროის მონაკვეთი, მფარველი პლანეტა, ცხოველური სიმბოლო. ამას გარდა, თითოეულ ნაკშარტზე შეგიძლიათ ნახოთ ვედური რეკომენდაცია. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ქონდეს კონკრეტული პროფესია, მაგრამ იზიდავდეს რაღაც სხვა.

არა მარტო გასართობი, არამედ, სასარგებლო ცოდნაც არის

ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ასეთი მეცნიერება, სახელად ჯოიტიში. ვიღაცისთვის ვედური ჰოროსკოპი საკუთარ თავსა და ცხოვრებაში გარკვევის გზაა. თუ დაინტერესდებით თქვენც, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით.

კვალიფიციური ასტროლოგი სხვა დამატებით ინფორმაცის არ გკითხავთ. მისთვის საკმარისია დაბადების რიცხვი და ადგილი. სწორედ, ამ მონაცენმებში ინახება ჯოიტიშის არსი. ვედური ჰოროსკოპი გირჩევთ როგორ ჯობია იმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში.

ჩვენ გულწრფელად გისურვებთ ოცების ასრულებას. მთავარია, სწორად ჩაიფიქროთ ის, რაშიც ჯოიტიში დაგეხმარებათ.