5 წვრილმანი შეღებილ თმებში, რომელიც თქვენი სტილისტის ცუდად შესრულებულ სამუშაოზე მიუთითებს.

0
299

სალონში მისული ქალები თითქმის ყოველთვის ენდობიან სტილისტებს.სამწუხაროდ,რთულია იპოვო პროფესიონალი, რომელიც შეძლებს რეალობად აქციოს თქვენი იდეა. თუ სალონიდან კმაყოფილი წამოხვედით, ეს არ ნიშნავს, რომ თმა ხარისხიანად შეიღებეთ. ამ სტატიაში მოგითხრობთ შეღებილი თმის წვრილმანებზე,რომლებიც ცუდ კოლორისტს გამოააშკარავებს.

  1. გაღიავებულ თმას აქვს მწვანე შეფერილობა – თუ ამჩნევთ,რომ თქვენს თმას  მწვანე შეფერილობა დაკრავს,ეს ნიშნავს,რომ  სტილისტი შეცდა საღებავის პროპორციების შერევისას. . ეს ტონი შეამოწმეთ ნეიტრალური განათების პირობებში,რადგან ცივი განათების შემთხვევაში ის შეიძლება შეამჩნიოთ არარსებულ ადგილებშიც კი.
  2. ფერი შეიცვალა შეღებვიდან რამდენიმე დღეში – თუ სასურველი ფერი რამდენიმე კვირაში ჩამოირეცხა,ეს ნიშნავს,რომ სტილისტმა ფული დაზოგა და პირდაპირი პიგმენტები (მატონიზირებელი საღებავები დამჟანგავების გარეშე) გამოიყენა. ისინი ვერ აღწევს ღრმად თმის სტრუქტურაში და წყლით მალე ირეცხება. მე-10,მე-11 და მე-12 დონის საღებავები-ესაა გამაღიავებლები,რომლებიც პიგმენტის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს.
  3. მუქი ფერის თმაზე გაჩნდა სიწითლე – როცა წითელი ტონი დაუგეგმავად გაჩნდება-ეს მიუთითებს სტილისტის შეცდომაზე პიგმენტის შერჩევისას. სიწითლე შეიძლება გამოვლინდეს მაშინ,თუ თმა ხნით შეიღებეთ ან წითური თმა გაქვთ. ყველას,ვისაც წითელი ქვეტონი არ მოსწონს,ურჩევენ ცივ ტონებს.  ისინი უფრო მუქად ჯდება,ვიდრე ანალოგიური ტონები თბილი ქვეტონით. ეს იმიტომ ხდება,რომ “სიცივეს” სჭირდება დამატებითი პიგმენტი,ხოლო რაც მეტია ის, მით მეტად მუქი ტონი მიიღება.
  4. ტონის განახლების შემდეგ უფრო მუქი ფერი მიიღეთ – თუ დალაქთან თმის ფერის გასაახლებლად მიხვედით,შედეგად კი მუქი ტონი მიიღეთ,ეს ნიშნავს,რომ მან დაარღვია შეღებვის ტექნოლოგია და გამოიყენა უფრო მდგრადი საღებავი.
  5. ძირები “ანათებს” შეღებვის შემდეგ – თუ შეღებვის შემდეგ ძირები უფრო ღია ფერისაა,ვიდრე თმა მთელ სიგრძეზე,ეს ნიშნავს,რომ სტილისტმა საღებავი მათზე გვიან დაიტანა და ის ვერ დაფიქსირდა იქ ისე,როგორც ადრე შეღებილ თმაზე. ამის გამო პიგმენტი ძირებზე უფრი ღია ფერისაა და მარტივად შორდება წყლით.

მსგავსი შეცდომების თავიდან აცილების მიზნით,სტილისტს გულწრფელად მოუთხრეთ თმის შეღებვასთან დაკავშირებულ თქვენს ადრინდელ ექსპერიმენტებზე,დაწვრილებით აუხსენით,თუ რა შედეგის მიღება გსურთ.