სილამაზე ფრანგულად და აბაზანის 5 მთავარი წესი, რათა მუდამ მოვლილად გამოიყურებოდეთ.

442

კოკო შანელი ამბობდა,რომ 20 წლის ასაკში გარეგნობა ბუნებისგან ბოძებული საჩუქარია,როგორ შეიცვლება ვიზუალი წლების შემდეგ კი- უკვე ქალზეა დამოკიდებული. ფრანგები დღემდე მიჰყვებიან ამ წესს და კანის მოვლის მთელი სისტემაც კი შეიმუშავეს,რათა ახალგაზრდობა ათწლულების განმავლობაში შეინარჩუნონ. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ თავის მოვლის 5 ფრანგულ საიდუმლოს.

აბაზანაში ფრანგ ქალს არ აქვს თაროები,რომლებზეც სხვადასხვა კრემი და ხსნარი აწყვია. ის ყოველთვის ეძებს ნამდვილად ხარისხიან საშუალებას,რომელიც ერთდროულად ჩაანაცვლებს რამდენიმე სახის კოსმეტიკას. იცის, რომ ზედმეტად ბევრი საშუალება ზრდის კანის არასასურველი რეაქციის ალბათობას და ამიტომ არ ცვლის მოვლის ტიპს.

საშუალებები,რომლებიც გამწმენდ კომპონენტებს შეიცავს – ფრანგები თავის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად კანის წმენდას მიიჩნევენ.ისინი იყენებენ გამწმენდ რძეს ან ზეთს,რომლებიც მარტივად აშორებს კოსმეტიკას და არ ჭიმავს კანს. ფრანგები,რომელთაც კანზე აპკისებრი შეგრძნება აღიზიანებთ,დასაბანად მიცელარულ წყალს იყენებენ.

ვარდის წყალი – ტონიზირება-ფრანგული მოვლის მნიშვნელოვანი ეტაპია,რომელიც დაბანის პროცესს ახლავს თან. ტრადიციულად ფრანგ ქალებს უყვართ სახის კანის დამუშავება ვარდის წყლის შემცველი ტონიკით. ის არბილებს კანს,ამცირებს სიწითლეს და აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას. ვარდის წყალი შეიცავს ანტიოქსიდანტებს,რომლებიც უჯრედებს დაბერებისგან იცავს.

სკრაბი რბილი აქერცვლის ეფექტით – ფრანგ ქალებს ეშინიათ კანის ბარიერის დარღვევის,ამიტომ არ იყენებენ უხეშ სკრაბებს. ამის ნაცვლად ხმარობენ შედარებით რბილ საშუალებებს. მიზეზი კი ისაა,რომ კანის ზედმეტად ხშირმა და ღრმა წმენდამ შეიძლება გამოიწვიოს ტენიანობის დაკარგვა. ზომიერ დოზებში სკრაბი  ათანაბრებს კანის ტესტურას და წმენდს ფორებს.

სახის დამატენიანებელი კრემი – გამომშრალი კანი უფრო მიდრეკილია ნაოჭებისადმი,კრემი კი დაგეხმარებათ დატენიანების საჭირო დონის შენარჩუნებაში. ფრანგი ქალები დამატენიანებლებს კანის ტიპის მიხედვით არჩევენ,მშრალისთვის  იყენებენ კრემს ზეთების დანამატებით,ცხიმიანისთვის კი- ჰიალურონის მჟავას შემცველებს.

საფრანგეთში მნიშვნელოვანია არა მაკიაჟი,არამედ რა იმალება მის შიგნით. ეს მთელი ფილოსოფია და ცხოვრების წესია. კანის მიმართ სათუთმა მოპყრობამ და საუკეთესო პროდუქტების გამოყენებამ თავის მოვლის ფრანგული სისტემა მთელს მსოფლიოში გახადა პოპულარული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს