ქერტლი ( სებორეა ) მოგცილდებათ, თუ ასეთ რეცეპტს გამოიყენებთ!
სებორეა კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის კანის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება, რომელსაც საფუძვლად უდევს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა. ამ დროს კანის ცხიმი ჭარბად ან ნაკლული ოდენობით გამომუშავდება და შეცვლილია მისი ხარისხიც.
მშრალი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითების შედეგია. ამ დროს ცხიმის გამოყოფა შემცირებულია, ქერტლი ფარავს თმას, ზოგჯერ ეფინება ერთმანეთს და წარმოქმნის მოყვითალო-მოთეთრო ან მორუხო-მოთეთრო ქერქს. ცხიმის გამოყოფის შემცირების გამო თმა შრება, თხელდება, მტვრევადი ხდება, ბოლოებში იყოფა.
ქერტლი ( სებორეა ) მოგცილდებათ, თუ ასეთ რეცეპტს გამოიყენებთ
ინგრედიენტები:
- კოთხუჯის ფესურა 4 წილი
- ოროვანდის ფესვი 4 წილი
- გულყვითელას ყვავილები 2 წილი
- სვიის გირჩები 3 წილი
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ოროვანდის ფესვის 4 წილი ( დაახლოებით 20 გრ ), კოთხუჯის ფესურას 4 წილი, გულყვითელას ყვავილების 2 წილი, სვიის გირჩების 3 წილი. ეს ნარევი დააყენეთ 1 ლ ადუღებული წყლით და გააჩერეთ ნახევარი სთ – ით, რათა ფერი გამოსცეს. შემდეგ გაწურეთ და თავი ოდნავ დაისველეთ ღამით; თავზე წაიკარით თხელი თავსაფარი, ბალიში რომ არ დაისვაროს. დილით ჩამობანვა არ არის საჭირო. ნაყენი გეყოფათ კიდევ სამი პროცედურისთვის. როდესაც მკურნალობის კურსს დაამთავრებთ, ქერტლი გაგიქრებათ და თმები გაგიჯანსაღდებათ.
ქერტლს მოგირჩენთ სალბის ნაყენი: 100 გრ არაყზე 10 გრ გამხმარ სალბს, აყენებენ ერთი კვირით და წურავენ. ნაყენს იზელენ თავის კანში კვირაში ერთხელ.