წვიმიანი და გრილი ზაფხულის მიუხედავად მარწყვის უხვი მოსავალი მივიღეთ. როცა ოჯახის წევრები ახალი კენკრით საკმარისად დანაყრდნენ, ნაწილი გავყინე, მეორე ნაწილით კი მურაბები და დესერტები მოვამზადე. ისმის კითხვა: კიდევ რისი მომზადება შეიძლება დარჩენილი მარწყვით? Paparazzi–ს პასუხი: მარწყვის მოჰიტო ზამთრისთვის.
მარწყვის მოჰიტო
ინგრედიენტები:
- 500 გრ მარწყვი
- 300 გრ შაქარი
- რამდენიმე ლიმონის ნაჭერი
- პიტნის ტოტები
- 2,5 ლ წყალი
მომზადების წესი:
- მოცემული რეცეპტის ინგრედიენტები სამლიტრიან ქილა მარწყვის მოჰიტოზეა გათვლილი.
- უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად მარწყვი კარგად გარეცხეთ. შემდეგ 5-15 წუთით ცივ წყალში გააჩერეთ.
- ცხელ წყალში შაქარი ჩაყარეთ. აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქარი ბოლომდე გახსენით.
- ქილები ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით წინასწარ გაასტერილეთ.
- გარეცხილი და ფოთლებისგან გასუფთავებული მარწყვი სტერილურ ქილებში ჩააწყვეთ.
- რამდენიმე ლიმონის ნაჭერი და პიტნის ტოტები დაუმატეთ.
- კენკრას ადუღებული სიროფი დაასხით, ქილები ბოლომდე გაავსეთ.
- ქილებს სტერილური თავსახური დააფარეთ (არ მოხუფოთ) და 30-40 წუთით გაგრილება აცადეთ.
- მითითებული დროის შემდეგ სიროფი ქილიდან ქვაბში გადაასხით და კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ 1 წუთით ხარშეთ.
- კენკრას ცხელი სიროფი დაასხით და თავსახური დაახურეთ.
- შეამოწმეთ, თავსახურიდან სითხე ხომ არ გამოდის. თუ კი, შეცვალეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადასაფარებელი დააფარეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
- ესეც ასე, მარწყვის მოჰიტო ზამთრისთვის მზადაა. გემრიელად მიირთვით და კულინარიულ ექსპერიმენტებში წარმატებას გისურვებთ!
მარწყვის მოჰიტო შესანიშნავად გაგაგრილებთ. მას ნაზი პიტნის არომატი, შესანიშნავი მარწყვის გემო აქვს და ცივ ზამთარში ნამდვილ საზაფხულო განწყობას შეგიქმნით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს