როგორი ქალის გულისთვის იტყვის მამაკაცი უარს სამეფო ტახტზეც კი.

316

თანამედროვე გოგონები უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან და ოჯახის მართვის სადავეებსაც იღებენ ხოლმე ხელში. ეჭვგარეშეა, ქალი რეალიზებული და ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. რაც არ უნდა იყოს, მას დიდი და მძიმე ტვირთის ტარება არ უნდა დაევალოს.

თანამედროვე გოგონები

ბევრ ქალს მარტოობის ეშინია. მათ აშფოთებთ ის, რომ დრო გავა და უქმროდ და უშვილოდ დარჩებიან. აღარ განიხილება უყვარს თუ არა საქმრო, უნდა თუ არა შვილები, საერთოდ, უნდა თუ არა გათხოვება. საზოგადოებას უყვარს ყველსათვის ერთნაირი ჩარჩოების მორგება. ყველა მხრიდან მოდის რჩევები “აუცილებლად გჭირდება ოჯახი”, “ბავშვის გაჩენას არ აპირებ?”, “მეზობელს უკვე სამი შვილი ყავს და შენ კი ჯერ არ გათხოვილხარ”… საბედნიეროდ, თანამედროვე გოგონები ამ სტერეოტიპს თანდათან ამსხვრევენ. მათ უკვე ნაკლებად აღელვებთ საზოგადოების აზრი. სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა და ნამდვილად არ ღირს სხვისი მითითებების ქვეშ არსებობა. ქალების უმეტესობას ჯერ ეს გრძნობა არ გასჩენია. ისინი ცდილობენ ოჯახს და მეორე ნახევარს მიუძღვნან თავი, უარი თქვან მეგობრებზე, სამსახურზე, რათა შესაბამისობაში იყვნენ საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებთან.

მამაკაცის დაკავების მცდელობა – არასოდეს ეცადოთ მამაკაცის შესანარჩუნებლად ბრძოლას. თუ მან გადაწყვიტა წასვლა, წავიდეს. არ ეცადოთ მიღებული გადაწყვეტილება გადააფიქრებინოთ. ამ დროს თქვენს თავზე იფიქრეთ. იქნებ ასეც ჯობდეს, ეხლა გაქვთ შანსი ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალოთ.

“უძღები” ქმრის დაბრუნება – ხანდახან თანამედროვე ქალები წასული ქმრისთვის ბრძოლას იწყებენ. ერთი მხრივ, გასაგებია მათი ასეთი საქციელი. ასინი არ ზიან და ტირიან, არ ვარდებიან დეპრესიაში, არამედ მოქმედებენ. მაგრამ საჭიროა ასეთი ზომის მიღება? რთული სათქმელია, მითუმეტეს, რომ მამაკაცმა თავად მიიღო წასვლაზე გადაწყვეტილება.

თანამედროვე გოგონები და გატეხილი ურთიერთობები – როგორც ამბობენ გატეხილის ისევ ისე გამთელება შეუძლებელია. სხვის უბედურებაზე კი ბედნიერება არ ეწყობა. ეს ეხება იმ გოგონებს, რომლებიც სხვისი ურთიერთობის დანგრევის მიზეზი ხდებიან. რაც არ უნდა აიყოსმიზეზი, დაიხსომეთ, რომ არსებობს ბუმერანგის პრინციპი.

მწვერვალების დაპყრობაში დახმარება – არ ღირს, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა სდიონ მამაკაცებს და ყველა უმტკიცონ თავისი უპირატესობა. თუ მამაკაცმა თქვენზე გააკეთა არჩევანი, აღარ არის საჭირო ზედმეტი წარმოჩენა, იყავით ბუნებრივი და მოდუნდით. მამაკაცისთვის უფრო საინტერესო იქნება თავად რომ შეგისწავლოთ და დატკბეს ბედის ამ საჩუქრით. მიეცით მას ამის საშუალება.

ყოველთვის იყავით ის, რაც ხართ – იყავით ის, რაც ხართ ყველანაირ სიტუაციაში. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისაც სწორედ ასეთი მოეწონებით. არ დაისახოთ არარეალური მიზნები, ისინი ყოველთვის ოცნებების სიაში დარჩებიან და დროს დაგაკარგვინებენ.

არსებობს ფრაზა, რომ უიმედო სიყვარული გავს აეროპორტში გემის ლოდინს. ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. შეუძლებელია ადამიანს ძალით შეაყვარო თავი. არასოდეს დაივიწყოთ, რომ თქვენ გყავთ საუკეთესო კომპანიონი – საკუთარი თავი. შეიყვარეთ ის, დააფასეთ და იზრუნეთ მასზე. თუ ამას მოახერხებთ, აუცილებლად შეიცვლება თქვენი მიდრეკილებებიც და ერთ დღეს ღირსეულ მამაკაცსაც იპოვით. გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს