ამერიკელმა მეგობარმა პირველად გასინჯა ჩემს მიერ მომზადებული ფარშირებული წიწაკა და ძალიან მოეწონა.

0
201

დიდხანს ფიქრობთ ,რით დაანაყროთ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები,რათა თქვენმა ეროვნულმა სამზარეულომ  მათზე კარგი შთაბეჭდილების მოოახდინოს ? ეძებთ თუ არა კერძების რეცეპტებს,რომლებიც ერთდროულად გამოირჩევა საოცარი გემოთი  და იაფად მოსამზადებელიცაა? ამ სტატიაში მოგიყვებით გემრიელი და ბიუჯეტური კერძების შესახებ!

როცა ამერიკელი მეგობარი პირველად ეწვია ჩემს ქვეყანას,მაშინვე მოვუწყვე გასტრონომიული თავსატეხი. პირველივე დღეს შემოვიარეთ ათეულობით კაფე და რესტორანი. მეორე დღეს კი მან განმიცხადა,რომ დიდი სიამოვნებით დააგემოვნებდა რომელიმე ეროვნულ კერძს.მყისიერადვე გადავწყვიტე,რომ ის ფარშირებული წიწაკით გამენებივრებინა.ოსკარი ჩემმა წინადადებამ დააინტრიგა. აღმოჩნდა,რომ წიწაკა გულსართით-საკმაოდ პოპულარული კერძია ამერიკაში.თუმცა ის სრულიად სხვაგვარად მზადდება.

პირველი განსხვავება გულსართშია.თუ ჩვენ ძირითადად ვიყენებთ ბრინჯს,ფარშს და ხახვს, უცხოელი მეგობრები უამრავ სხვადასხვა ინგრედიენტს ანიჭებენ უპირატესობას. მეორე განსხვავება-ეს წიწაკის უშუალოდ მომზადების წესია. ამერიკელები აცხობენ მას და არ თუშავენ. მესამე კი ისაა,რომ შტატებში ის ხემსია,ჩვენთან კი სრულფასოვანი კერძი.ოსკარს ძალიან მოეწონა ჩემს მიერ მომზადებული ფარშირებული წიწაკა და მისაყვედურა,რეცეპტი ადრე რატომ არ გავუზიარე.

ფარშირეული წიწაკის მომზადების თავისებურებები

  1. ამ  კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ მსხვილი ბულგარული წიწაკა,რომელიც მას უუფრო გაჯერებული გემო მისცემს.
  2. ქვაბის ფსკერზე მოათავსეთ მსვილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო,თავზე კი წიწაკები დაალაგეთ. ბოსტნეულის ბალიში კერძს არომატულობას შესძენს და წიწაკებს მიწვისგან დაიცავს.
  3. წიწაკები თანაბრად რომ მომზადდეს,ისინი ერთი ზომის უნდა იყოს.
  4. ისინი უნდა თუშოთ ნელ ცეცხლზე. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 30-35 წუთი.
  5. თუ გულსართისთვის ბრინჯს იყენებთ,ის ფარშს მას შემდეგ დაუმატეთ,რაც სანახევროდ მოიხარშება.
  6. ნებისმიერი ფერის ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ შეარჩიოთ,თერმული დამუშავების შემდეგ მწვანე მსუბუქ სიმწარეს ტოვებს,წითელი კი-სიტკბოს.

თქვენ როგორ ამზადებთ ფარშირებულ წიწაკას? გაქვთ რაიმე საიდუმლო? თუ კი,აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.