ეზოში მოვაწყე საზაფხული ფურშეტი და მთელ სივრცეს მოხარშული კრემის, მარწყვის სურნელი აქვს.

119

მოხარშული ვანილის კრემი მარწყვთან ორცხობილის ბაზაზე და ფინჯანი ლიმონიანი შავი ჩაი პიტნის ფოთლებით-ზაფხულის დილის საუკეთესო დასაწყისია! მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ არომატული მარწყვის ნამცხვრის მომზადების რეცეპტს!

მოხარშული კრემი მარწყვთან

ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:

  • 200გ ფქვილი
  • 75გ შაქრის პუდრა
  • 100გ ნაღების კარაქი
  • 1ც კვერცხი
  • 1მწიკვი გამაფხვიერებელი
  • 1მწიკვი მარილი

მოხარშული კრემისთვის საჭირო ინგრედიენტები :

  • 500მლ რძე
  • 120გ შაქარი
  • 40გ ფქვილი
  • 8გ ვანილის შაქარი
  • 6 კვერცხის გული

ინგრედიენტები კენკრის ფენისთვის:

  • 600-700გ მარწყვი
  • 300მლ რძე

მომზადების წესი:

  1. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი,დაუმატეთ შაქრის პუდრა,მწიკვი მარილი,ნაღების კარაქი (ჯობს წინასწარვე დაყოთ კუბიკებად,უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის) და კვერცხი. ინგრედიენტები მოურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი რბილი უნდა გამოვიდეს.
  2. ცომის გუნდა შეახვიეთ საკვებ სტრეჩში და შეინახეთ მაცივარში 60 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაცივებული ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე.
  3. გამოსაცხობ ფორმებს წაუსვით ნაღების კარაქი და მოათავსეთ მასში ცომის პატარა გუნდები,საჭიროების შემთვევაში მოაჭერით კიდეები. ფორმები ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. იქედან გამოღების შემდეგ თავზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოაყარეთ ბარდა ან ლობიო. ამას გამოცხობის “ბრმა” მეთოდი ჰქვია და სწორედ მისი წყალობით არ განიცდის ცომი დეფორმაციას. ფორმები მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით.შემდეგ მოაშორეთ პერგამენტი და გამოაცხვეთ სრულ მომზადებამდე 25 წუთით.
  4. კრემის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით რძე,გააცხელეთ,მაგრამ გადმოდუღებას არ დაელოდოთ. კვერცხის გულებს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ თეთრი ქაფის გაჩენამდე,შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ.
  5. რძიან ქვაბში ჩაასხით მიღებული მასა და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე,ბოლოს აცადეთ გაგრილება.
  6. მომზადებული კრემი დაასხით ფქვილის ბაზას,გაათანაბრეთ , საკვები სტრეჩი დააფარეთ და მაცივარში შეინახეთ.
  7. ჟელე შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. მოხარშული ჟელეთი სავსე ჭურჭელი ცივი წყლით გააგრილეთ  და შემდეგ მაცივარში მოათავსეთ  ერთი საათით.
  8. მარწყვი თხლად დაჭერით და კრემზე დაალაგეთ,ბოლოს დაუმატეთ ჟელეც.ამის შემდეგ ნამცვარი მაცივარში დააბრუნეთ,რათა ჟელე ბოლომდე გამყარდეს.
  9. დაჭერით დესერტი ნაჭრებად და გაუმასპინძლდით მეგობრებს. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს