ზაფხულში ადამიანებს ხშირად სურთ გაინებივრონ თავი ტკბილეულით. ასეთ მომენტებში კენკრის ნაყინი საუკეთესო გამოსავალია. სამწუხაროდ,მაღაზიაში ყოველთვის ვერ იპოვით ასეთ გემრიელობას. პრინციპში,რა საჭიროა,როცა მისი მომზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ? მოცემულ სტატიაში რედაქცია “paparazzi” გაგიზიარებთ მარყვის სორბეტის რეცეპტს.
ამ დესერტის მშვენიერება მის სიმარტივეშია. დაგჭირდებათ ძალიან ცოტა ინგრედიენტი,ბლენდერი და სულ რაღაც 5-10 წუთი.
ინგრედიენტები
- 380გ გაყინული მარწყვი
- 80გ შედედებული რძე
- 60მლ მანდარინის წვენი
მომზადების წესი
- სორბეტისთვის უნდა გამოიყენოთ გაყინული კენკრა. მომზადების დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულედან მარწყვი .ამ დროში ის ცოტათი გალღვება და მისი დამუშავება გაგიმარტივდებათ.
- დაუმატეთ მარწყვს შედედებული რძე და მანდარინის წვენი. შედედებული რძე სორბეტს შემატებს სიტკბოს და ტექსტურას დაარბილებს. მანდარინის წვენის ფუნქცია კი ნაყინში სიმჟავის რეგულირებაა.
- ადღვიბეთ მასა ბლენდერში. შედეგად მიიღებთ მარწყვის ფაფას,თუმცა სორბეტის ტექსტურის მისაღებად ისევ გაყინეთ დაქუცმაცებული მარწყვი.
- მარწყვის მასა ჩაასხით კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 4 საათით.
- ნაყინი პატარა კოვზით მოათავსეთ სანაყინეებში,მორთეთ ქოქოსის ფანტელებით ან ცოცხალი მარწყვით.
რჩევა რედაქციისგან
ამ პრინციპითვე შეგიძლიათ ბანანის ნაყინის მომზადებაც,გაყინეთ და დააქუცმაცეთ ბლოენდერში. შედედებული რძის და წვენის დამატება არაა სავადებულო. ერთი ინგრედიენტისგან შესანიშნავ დესერტს მიიღებთ.
თუ სტუმრებისთვის სორბეტის მომზადებას გეგმავთ, გაგიზიარებთ კრეატიულ ხრიკს. როცა ფაფისებურ მასამდე დააქუცმაცებთ მარწყვს,ის მოათავსეთ არა კონტეინერში,არამედ სილიკონის ფორმებში.