ვალდებულია თუ არა კლასის დამრიგებელი მუდამ კავშირზე იყოს მშობლებთან

0
101

ძნელი წარმოსადგენია,რამდენი ვალდებულება აწვებათ მასწავლებლებს მხრებზე. კლასის დამრიგებლის საშუაო პირობები კი ისეთია,რომ ზოგჯერ ჭამასაც კი ვერ ასწრებს. დიდი დასვენება შესაფერისი დროა დირექტორთან და მასწავლებლებთან  სხვადასხვა საკითხების განსახილველად. დამატებითი ანაზღაურება  საერთოდ ვერ შეედრება დამრიგებლების მიერ გაწეულ შრომას.

კლასის დამრიგებლის მუშაობის პირობები

განათლების სისტემა ყოველწლიურად იცვლება. ყოველ ჯერზე მთავრობა შეიმუშავებს ხოლმე რეფორმებს მის გასაუმჯობესებლად. მშობლებს შეუძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სასწავლო განრიგის,საშინაო დავალებების,მშობელთა კრებების შესახებ ჩატების საშუალებით. თუმცა მათ ზოგჯერ სასწრაფოდ სჭირდებათ ხოლმე რაღაცების დაზუსტება და ვერ ხვდებიან, დამრიგებელი ყურმილს რატომ არ იღებს.

ზარი შუა გაკვეთილზე – არსებობს სხვადასხვა სიტუაცია,მშობლებიც ხომ ჩვეულებრივ მუშაობენ. შესაძლოა,მათ რაღაცის დაზუსტება სურთ და შესვენებისას რეკავენ,რადგან სხვა თავისუფალი დრო არ აქვთ. ვალდებულია თუ არა დამრიგებელი უპასუხოს მათ? ბევრ სკოლაში აკრძალულია მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილის მსვლელობისას,ეს წესი ერთნაირად ვრცელდება მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე. გახსოვდეთ,რომ დამრიგებლები გაკვეთილებს თავიანთ საგნებშიც ატარებენ.  ნუთუ ბავშვების სწავლების სანაცვლოდ ის ვალდებულია მშობლებს ტელეფონზე ესაუბროს? მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა სამსახური დაკარგვინოს.

ზარი დასვენებაზე – მშობლები ზოგჯერ შეცდომით ფიქრობენ,რომ დამრიგებელი, მოსწავლეების მსგავსად, შესვენაბაზე განიტვირთება ხოლმე. მათ უამრავი სხვადასხვა საქმე აქვთ და არცაა გასაკვირი,სატელეფონო ზარი უბრალოდ ვერც კი შენიშნონ.

გაკვეთილების შემდეგაც არაა პასუხი – მასწავლებლებიც,მოსწავლეების მსგავსად, ამზადებენ გაკვეთილებს მომდევნო დღისთვის. ისინი ამოწმებენ საშინაო დავალებებს,ამუშავებენ ასახსნელ მასალას. სანამ დამრიგებელი სახლში მივა,თავის ბავშვებს მიხედავს და მომდევნო სამუშაო დღისთვის მოემზადება,უკვე დაღამებულიც კია. ჯობს მშობლებმა სოციალურ ქსელში მიწერონ,ვიდრე სატელეფონო ზარებით შეაწუხონ.

საღამოს საათებშიც კი რთულია დაკავშირება – ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს,რომ ნებისმიერ მასწავლებელს თავისი პირადი ცხოვრება და პრობლემები აქვს. ზაფხულის არდადეგების დროსაც კი ხშირად არ ისვენებენ,უვლიან ხანდაზმუს მშობლებს,ოჯახს. მასწავლებლებიც ადამიანები არიან,რომლებსაც სხვების მსგავსად ზოგჯერ ძილი უნდათ. ამგვარად,ჯობს ყოველგვარი პრობლემა ონლაინ გადაჭრათ ან სკოლაში მიხვიდეთ და პირისპირ დაელაპარაკოთ.

დამიგებელი ზრუნავს და ჯავრობს თითოეულ მოსწავლეზე. თუ მან ვერ გიპასუხათ დროულად,აუცილებლად გადმოგირეკავთ. ნომრის აკრეფამდე კი ჰკითხეთ საკუთარ თავს,მართლაც მნიშვნელოვანია თუ არა ის საკითხი,რის გამოც უკავშირდებით.