მეგობარს სტოკჰოლმში ვუგზავნი ბალზამს „ოქროს ვარსკვლავს“, რომელსაც ანალოგი არ აქვს

3173

ოდესღაც ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“ თითოეული ადამიანის სახლის აფთიაქში მთავარი საშუალება იყო. ჩემმა მშობლებმა ამ სასწაული მალამოს გამოყენების არა ერთი მეთოდის შესახებ იცოდნენ. ვაღიარებ, ბალზამის სუნს ვერ ვიტანდი, როცა მამა თავის ტკივილის დროს საფეთქლებზე ისვამდა. ახლა კი ჩემთვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალება ყველა შემთხვევისთვის.

ყველამ იცის „ვარსკვლავის“ შესახებ. თუმცა ყველამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ბალზამი საოჯახო საქმეებში. დღეს Paparazzi სააფთიაქო საშუალების გამოყენების სხვადასხვა ვარიანტს გთავაზობთ.

ბალზამი „ვარსკვლავი“-ს გამოყენება

ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“ 1954 წელს ვიეტნამში შეიქმნა და გამოვიდა. ეს ნატურალური საშუალებაა, რომელშიც ვიეტნამური ხალხური მედიცინის ცოდნაა ჩადებული. პრეპარატს ფარმაკოლოგიური ტესტირება გავლილი აქვს და მთელ მსოფლიოში სასარგებლოდ აღიარებულია.

ბალზამის შემადგენლობა მარტივი და გასაგებია. მასში შედის მენთოლი, ქაფური და ეთერზეთები: მიხაკი, ევკალიპტი, პიტნა და დარიჩინი. ბევრი ცდილობს, რომ სააფთიაქო საშუალება მისი გაუგებარი ქიმიური შემადგენლობის გამო არ გამოიყენოს. თუმცა „ვარსკვლავი“ შეგიძლიათ ყოველგვარი შიშის გარეშე გამოიყენოთ. გიზიარებთ შემთხვევებს, როცა „ოქროს ვარსკვლავი“ გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“

დავიწყოთ, ყველაზე ცხადით. „ვარსკვლავი“ თავის ტკივილს და თავბრუსხვევის პირველ ნიშნებს სწრაფად აქრობს. საკმარისია, ბალზამი საფეთქლებზე, ცხვირის ფუძეზე, კეფაზე, ყურებთან და ცხვირის წვერზე წაისვათ (ასე აკეთებდა მამაჩემი). მისი სუნი ყველას არ მოწონს, მაგრამ ნამდვილად ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, მენთოლის წყალობით გამაგრილებელ ეფექტს იგრძნობთ.

ვიეტნამის მალამო ქუსლებზე კანს არბილებს და ნახეთქებს აქრობს. ამისთვის ფეხებზე ბალზამი წაისვით, წინდები ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურა სრულ განკურნებამდე გაიმეორეთ. სხვათა შორის, ამ საშუალების დახმარებით სწრაფად და ღრმად დაიძინებთ.

რამდენიმე საყოფაცხოვრებო ხრიკი. ცოტა ბალზამი ჰაერის დამატენიანებელს დაუმატეთ. ასე  ნატურალურ ჰაერის დამატენიანებელს მიიღებთ. ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ცხოველი თავის ხონჩას უგულებელყოფს. საშუალება წაუსვით იმ ადგილებს, სადაც ცხოველი ხულიგნობს. მენთოლის არომატი ფუმფულა ცხოველს დააფრთხობს.

სხვათა შორის, ბალზამი შეგიძლიათ დივნის ან ლოგინის ფეხებს წაუსვათ. ასე თქვენი კატის ნებისმიერ მცდელობას, რომ საკუთარი კლანჭებით ავეჯი დააზიანოს, თავიდან აიცილებთ.

საშუალების დახმარებით კოღოს ნაკბენზე ქავილს მოიშორებთ. „ვარსკვლავის“ სუნი მწერებს აფრთხობს, ამიტომ პიკნიკის ან ტყეში სეირნობისას აუცილებელი საშუალებაა.

„ოქროს ვარსკვლავს“ კოსმეტიკური თვისებებიც აქვს. მაგალითად, მისი დახმარებით სხეულზე გაღიზიანებას მნიშვნელოვნად შეამცირებთ. მხოლოდ 2 კვირაში კანი უკეთესად გამოიყურება.

ძლიერი სურდოს დროს ბალზამი ცხვირის ფუძეზე თამამად წაისვით. სუნთქვის შესამსუბუქებლად ღია საშუალება 30-60 წამით შეისუნთქეთ. თუ უფრო სერიოზული უსიამოვნება ან კბილის ტკივილი გაწუხებთ, „ვარსკვლავი“ სხეულის კონკრეტულ წერტილებზე წაისვით.

გამოყენება და უკუჩვენებები

ეს ბალზამის გამოყენების ყველა მეთოდი არაა. ვიეტნამში ხალხური მკურნალები ბალზამით საყრდენ–მამოძრავებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემებს უმკლავდებიან. თუმცა ამას ახერხებენ ექიმბაშები, რომლებიც ჩინურ აკუპუნქტურასა თუ იაპონურ შიაცუში ერკვევიან.

უკუჩვენებები უმნიშვნელოა. ბალზამი 3 წლამდე ბავშვებს, ორსულებს და მეძუძურ ქალებს არ გამოადგებათ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანს შეიძლება რომელიმე კომპონენტზე ალერგია ჰქონდეს ან ჰიპერმგრძნობიარე იყოს. ეს წინასწარ უნდა გაარკვიოთ.

შესაძლოა, თქვენ იცით, კიდევ როგორ გამოვიყენოთ ვიეტნამური ბალზამი? ჯანმრთელობას გისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს