უნდა ავღნიშნოთ თუ არა დაბადების დღე თუ ამის განწყობა არ გვაქვს.

0
250

თანამედროვე ახალგაზრდებს უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა, აღნიშნონ თუ არა დაბადების დღე? ერთი მხრივ, დაბადების დღე კარგი მიზეზია დროსტარებისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად, მაგრამ მეორე მხრივ, ყოველთვის არ ხარ სადღესასწაულო განწყობაზე. ღირს კი ამ დროს თავს ძალა დაატანოთ, გაიღიმოთ და ყველას დღესასწაულად აქციოთ თქვენი დაბადების დღე? პაპარაცის რედაქცია დღეს რამდენიმე ისტორიას მოგიყვებათ და თავად განსაჯეთ:

აღვნიშნოთ თუ არა დაბადების დღე

“დაბადების დღე ჩემთვის დღესასწაული აღარ არის ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან. მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით მთელი ოჯახი და მივდიოდით სტუმრად რომელიმე ნათესავთან. იქ გვხვდებოდა დელიკატესებით სავსე მაგიდა და მინიმუმ ორი ათეული ადამიანი.ქალები სამზარეულოში ბჭობდნენ, ყველას ეყოფოდა თუ არა მაგიდის სერვიზი, მამაკაცები ხან ანეგდოტებს ყვებოდნენ, ხან კამათობდნენ, ხანაც მოუთმენლად გადახედავდნენ მუქი სითხით სავსე ბოთლებს.”

“ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, როდესაც გემრიელი და მრავალფეროვანი კერძები მაგიდაზე სასწაულის ტოლფასი იყო და საჩვენებელ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე. ეხლა სხვა დროა, და ახლობლებზე შთაბეჭდილების მოხდენა საზეიმო სუფრებით აღარ არის საჭირო.ხანდახან, ახალგაზრდა დედები თითქოს ეჯიბრებიან თავისნაირ დედებს. ცდილობენ მოუწყონ შვილებს ყველაზე კაშკაშა დაბადების დღე, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, მოიპატიჟონ სტუმრები საუკეთესო რესტორანში… ამ დროს, ბავშვს ეს ყველაფერი შეიძლება საერთოდ არ უნდოდეს, მაგრამ მშობლები ასე წყვეტენ და თავის მოვალეობად თვლიან ქეიფის მოწყობას.”

“ჩემი ერთი ნაცნობი თავის ოჯახს ძირითადად კარტოფილით და მაკარონით კვებავს, მაგრამ დღესასწაულებზე ისინი მიდიან ძვირფას რესტორანში. დამაინტერესა, ნუთუ არ შეიძლება ერთი ორაგულის კარპაჩოს მაგივრად ყოველდღიურად ნორმალურად იკვებონ ახალი ხილით და ბოსტნეულით? ხომ არ ჯობია ბიუჯეტი თანაბრად გადაანაწილონ? მან კი მიპასუხა, რომ არ ჯობია, რადგან სამუშაო დღეები – ჩვეულებრივი დღეებია, ხოლო დღესასწაული – ზეიმია”

“ვფიქრობ, რომ ბედნიერი და ჭკვიანი ადამიანები აღარ აწყობენ ამ საჩვენებელ ზეიმებს. მათთვის თითოეული დღე დღესასწაულია. ასეთ დროს დაბადების დღეც აღარ იკვეთება სხვანაირად საერთო ფონიდან არც გემრიელი სადილის და არც ხმაურიანი მუსიკების გამო. თუ სიხარული თავად ადამიანშია, მას არ ჭირდება დაბადების დღით სხვა დღეებთან შედარებით კონტრასტის შექმნა.”

დალაი-ლამას გამოთქმები

ამ თემას იდეალურად უხდება დალაი-ლამას ნათქვამი, მან განაცხადა, რომ არასოდეს აღნიშნავს დაბადების დღეს. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ეს დღე არაფრით განსხვავდება სხვებისგან. სულიერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ყოველი დღე ეს არის ახალი დღე – თავისებური თავიდან დაბადება. დილით, როცა ადამიანი იღვიძებს, ყველაფერი ახალი და შეუცნობელია. მან უნდა მოინდომოს, რომ ამ ახალმა დღემ მოუტანოს რამე დიდი და მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი ადამიანი ისეთ ზეიმს თუ მაწყობს, მას რომ გაუხარდება, მაგრამ ეს თავად უნდა სურდეს და არა იმიტომ, რომ ამ დღეს აუცილებელია ვინმეს გაუმასპინძლდეს და თავი მოაწონოს. თქვენ როგორ ფიქრობთ?