როგორ მოვიშოროთ კისრის ტკივილი: ვარჯიშით და სახლის პროცედურებით

977

თქვენ ძალიან დატვირთული დღე დაგეგმეთ და დიადი მიღწევებისთვის მზად ხართ, მაგრამ დილით კისრის ისეთი ტკივილით გაიღვიძეთ, რომ ვერანაირი გრანდიოზული გეგმა ნორმალურ მდგომარეობას ვერ დაგიბრუნებთ…ნაცნობი სიტუაციაა? ეს საკმაოდ უსიამოვნო, სამწუხაროდ, ძალიან ხშირი სიტუაციაა.

სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ კისრის ტკივილის თავიდან აცილების, არამედ მასთან გამკლავების შესახებ უნდა იცოდეთ.

რა იწვევს კისრის ტკივილს და რა გავაკეთოთ

როგორც წესი, კისრის ტკივილს კუნთების ზედმეტი დატვირთვა იწვევს. თუმცა ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს ჭარბი სტრესი, დაზიანება და სახსრების სპაზმა.

ექიმები კისრის ტკივილს გამომწვევ შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ:

  • კუნთოვანი დეფორმაცია
  • ძილის დროს არასწორი ან მოუხერხებელი პოზა
  • ცუდი დგომა
  • მუდმივი სტრესით გამოწვეული დაძაბულობა
  • აქტიური სპორტი და დაზიანებები
  • დეგენერაციული დისკის კისრის ნაწილის დაავადება
  • მალთაშუა დისკის თიაქარი
  • ოსტეოართრიტი

სწორედ ამიტომ, თუ კისრის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, სჯობს ექიმს მიმართოთ. „პაპარაცი“ კი მარტივ პროცედურებს და ვარჯიშებს სთავაზობს მათ, ვისაც ეს სიმპტომები იშვიათად აქვთ და სერიოზულ შედეგებს არ იწვევს.

ვარჯიში კისრის ტკივილის მოსაშორებლად

როგორც წესი, ტკივილს კუნთების დაძაბულობის გამო განვიცდით, ამიტომ კუნთები უნდა მოადუნოთ. გთავაზობთ 2 ვარჯიშს.

თავის დახრა

თავი უკან გადასწიეთ, ჭერზე შეხედეთ და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ასეთი ვარჯიში 10-15-ჯერ შეასრულეთ და ეცადეთ ნელა, მკვეთრი მოძრაობის გარეშე გააკეთოთ. თავი უკან ძლიერად არ გადასწიოთ, არამედ ნელ-ნელა დახარეთ.

თავის ბრუნი

მონაცვლეობით თავი საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ ამოძრავეთ. თითოეულ მხარეს 5 წრე გააკეთეთ და მოძრაობას ყურადღება მიაქციეთ. თქვენ უნდა იგრძნოთ, თუ კუნთები როგორ იჭიმება, მაგრამ მწვავე ტკივილს არ უნდა განიცდიდეთ.

პროცედურები კისრის ტკივილის გასაქრობად

თუ ვარჯიშები ვერ დაგეხმარათ, შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი, მაგრამ მოქმედი პროცედურა შეასრულოთ. ასე მოდუნებას შეძლებთ, რაც კუნთებს ნაკლებად დატვირთვას ხელს შეუწყობს.

სითბოს ზემოქმედება

თუ არტერიული წნევის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ „მშრალი სითბოს“ მეთოდი გამოიყენოთ. ამისთვის ჩვეულებრივი ტერის წინდა (სჯობს დიდი ზომის) აიღეთ, ბრინჯის მარცვლებით გაავსეთ და შეკარით. წინდა ბოლომდე ბრინჯით უნდა იყოს სავსე და ბალიშს უნდა ჰგავდეს.

ახლა წინდა მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთით გააცხელეთ და კისერზე 15 წუთით გაიჩერეთ. ცოტა ხნით დაისვენეთ და კისრის ტკივილი შემცირდება.

ვაშლის ძმრის კომპრესი

ვაშლის ძმარს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. ამ შემთხვევაში მას კომპრესის სახით გამოვიყენებთ. ორად გაკეცილი სალფეთქი ვაშლის ძმარში დაასველეთ. კისერზე დაიდეთ და შარფით ან პირსახოცით შეიხვიეთ, 30 წუთით ან 1 საათით გაიჩერეთ. ძალიან მალე ტკივილი გაქრება ან მნიშვნელოვნად შემცირდება.

კურკუმა

კურკუმას სანელებლების დედოფალს უწოდებენ, მას ბევრი გასაოცარი თვისება გააჩნია. კურკუმა კუნთების ბუნებრივად მოდუნებას ხელს უწყობს. 1 ჭიქა რძე შეათბეთ და 1 ჩ/კ კურკუმა დაუმატეთ. აურიეთ და პატარა ყლუპებით დღეში 2-ჯერ დალიეთ. ასეთი რძის დალევა შეგიძლიათ მომავალში გააგრძელოთ. სასმელი ძილის წინ მიიღეთ. ეს საშუალება ორგანიზმს შესანიშნავად ადუნებს და ამშვიდებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს