თმის კონდენციონერის ფუნქცია და გამოყენების წესი ბევრმა იცის, მაგრამ ის არ იციან, რომ ამ საოცრად სასარგებლო საშუალებამ შეიძლება ბევრი ყოფითი პრობლემა მოაგვაროს. პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ მთელი რიგი საინტერესო ხერხებისა, რომელიც თმის კონდენციონერით შეგიძლიათ გააკეთოთ.
თმის კონდენციონერი უნივერსალური კოსმეტიკური საშუალებაა. ის ბევრ რამეში შეგიძლიათ გამოიყენოთ. თმების სიჯანსაღეზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი ფუნქციაა. დანარჩენზე ქვემოთ მოგიყვებით.
პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები
- დროებითი ტატუს მოშორება უპრობლემოდ შეგიძლიათ თმის კონდენციონერით. ის საუკეთესოდ უმკლავდება წებოვან ნაწილებს. მაგალითად ლეიკოპლასტირის ან გადასაყვანი ტატუსი. წაისვით მცირე რაოდენობით, ფრთხილად შეიზილეთ, დაელოდეთ ცოტა ხანი და ჩამოიბანეთ. კანი მარტივად და სწრაფად გაგისუფთავდებათ.
- კონდენციონერი დაგეხმარებათ აბურდული თმის გროვის დაშლაში, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გრძელბეწვიანი შინაური ცხოველებისთვისაც. ისინი ყოველდღიურ ვარცხნას საჭიროებენ, რადგან ბეწვში პატარა გროვები გაუჩნდება. დაუმატეთ ერთი წვეთი ცხოველების დასაბან საშუალებაში და ბეწვი უფრო რბილი, მბზინავი და ადვილად დასავარცხნი გახდება.
- უნივერსალური კონდენციონერი თმისთვის მცენარეებისთვისაც დაგეხმარებათ. განსაკუთრებით დიდ ფოთლიანებისთვის. ერთი წვეთი კონდენციონერი დაუმატეთ წყალში, კარგად აურიეთ და რბილი ღრუბლით აურიეთ. ასე თქვენი მცენარეები უფრო ჯანაღი, სუფთა და მიმზიდველები გახდებიან. ამასთან, ფოთოლზე წარმოიქმნება უთხელესი ფენა, რომელიც ხელს შეუწყობს ტენის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, მცენარეებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ კონდენციონერი ნატურალური ინგრედიენტებით.
არასტანდარტული გადაწყვეტილება
- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და თმის ჩვეულებრივი კონდენციონერი კარგი საპოხი საშუალებაა. თუ ფარდის საკიდი სარჭები ჭრაჭუნებს, წაუსვით სასრიალო ადგილას ცოტა კონდენციონერი, ისე, რომ არ დაეწვეთოს ფარდაზე ან კედელზე.
- კონდენციონერი თმებისთვის კარგი საშუალებაა სახლის ტექსტილის ან რბილი ავეჯის გასაწმენდად. შეურიეთ ის წყალს თანაფარდობით 1:9, ჩაასხით პულივიზატორიან ბოთლში და საწმენდი სითხე მზად არის. მიასხურეთ ის ტექსტილს და დაელოდეთ გაშრობას. ძალიან დაბინძურებულ ზედაპირს ნაკლებად მოერევა, მაგრამ მცირე ჭუჭყს მარტივად მოაცლის.
- შემდეგი რჩევა იმ ქალბატონებისთვისაა, რომლებიც თმებს სახლის პირობებში იღებავენ. იმისათვის, რომ საღებავი კანზე არ ჩამოვიდეს და ლაქად დარჩეს, წაისვით კანზე თმის გაყოლებაზე კონდენციონერი. ეს პროფესიონალური საშუალების საუკეთესო ალტერნატივა იქნება.
რა თქმა უნდა, თქვენ იცოდით როგორ გამოიყენება თმის კონდენციონერი, მაგრამ იცოდით დანარჩენ ხერხებზე? ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღირს ცდა. ასეთი მარტივი და სასარგებლო მეთოდები ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ეს ხომ ძალიან კარგია! თქვენ იცით რამე განსხვავებული მეთოდი თმის კონდენციონერის გამოყენებასთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში, ადამიანის კრეატიულობას ხომ საზღვარი არ აქვს?