ყოველ წელს მარწყვს ამ მეთოდით ვინახავ, რომ ყველაფრისთვის მეყოს

0
346

მარწყვს მთელი ზამთარი ველოდებით და ზაფხულში მისი ჭამით ვერ ვძღებით. როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის, რომ კენკრით მთელი წელი ვისიამოვნოთ? დღეს პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მარწყვი სხვადასხვა მეთოდით და გიზიარებთ გამოცდილ რეცეპტებს.

როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის

მარწყვის ჟელე

ძალიან გემრიელი ჟელეს მარტივი რეცეპტი, რომლის ჭამა შეგიძლიათ როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. დესერტი მომზადებიდან რამდენიმე საათში შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ ამის გაკეთებას ზამთარში გირჩევთ. ჟელეს ნარჩენები მინის ფორმებში ჩაასხით და დესერტი 4 საათით მაცივარში გააჩერეთ. ჟელე მთელი ზამთარი ოთახის ტემპერატურაზე ინახება. 1 კგ მარწყვიდან 2,5 ლ ქილა ჟელე გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 500 გრ შაქარი
  • 7 გრ აგარ–აგარი

მომზადების წესი:

  1. 100 მლ თბილ წყალში აგარ–აგარი გახსენით და 10 წუთით გააჩერეთ. ნარევს კარგად აურიეთ და კენკრას მიხედეთ.
  2. მარწყვი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ.
  3. კენკრა ქვაბში ჩაყარეთ და ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით დააქუცმაცეთ. ბლენდერი, ხორცსაკეპი მანქანა ან ჩანგალი გამოიყენეთ.
  4. საშუალო ცეცხლზე კენკრის სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ. წარმოქმნილი ქაფი მოხადეთ. შემდეგ შაქარი დაუმატეთ და სრულ  გახსნამდე კენკრას აურიეთ.
  5. ახლა მარწყვს აგარ–აგარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. კიდევ 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.
  6. ამ დროში ქილები და თავსახურები გაასტერილეთ. შემდეგ ცხელი ჟელე სტერილურ ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.

მარწყვის კომპოტი

კომპოტში მარწყვის სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოთ, ქილებში მარწყვის კონცენტრატი უწყლოდ უნდა მოხუფოთ. თუმცა წყლით უფრო მარტივია. გიზიარებთ გამოცდილ მარტივ რეცეპტს მარწყვის ზამთრისთვის შესანახად. მოცემული ინგრედიენტებით 1 ორლიტრიანი ქილა მარწყვის კომპოტი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ მარწყვი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა

მომზადების წესი:

  1. მარწყვი მოამზადეთ. გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ.
  2. სტერილურ ორლიტრიან ქილაში 400 გრ მარწყვი და 200 გრ შაქარი ჩაყარეთ. 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა დაუმატეთ.
  3. წყალი აადუღეთ და მარწყვს დაასხით. ქილა სტერილური თავსახურით მოხუფეთ და პირსახოცით შეფუთეთ. როცა კომპოტი გაგრილდება, ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

მურაბა მთელი მარწყვით

ყველა დიასახლისი მარწყვის მურაბას საკუთარი რეცეპტით ამზადებს. პირადად, ძალიან მიყვარს, როცა მურაბაში მთელი კენკრა არის. ასეთი მურაბის ქილის გახსნისას განწყობა გიმაღლდებათ. მომზადება კი მარტივია.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ შაქარი

მომზადების წესი:

  1. მარწყვს ყუნწები მოაშორეთ და კენკრა კარგად გარეცხეთ. საწურზე დაყარეთ, რომ წყალი დაიწუროს. საშუალო ზომის, არც თუ ისე რბილი მარწყვი შეარჩიეთ, რომ მომზადების პროცესში არ დაიშალოს.
  2. მარწყვი ქვაბში ჩაყარეთ და კენკრას შაქარი მოაყარეთ. კენკრას და შაქარს მორევა არ სჭირდება. ასე 2-3 საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოიღოს.
  3. როცა მარწყვი წვენს გამოიღებს, სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ და შაქრის გახსნას დაელოდეთ. კენკრა ქვაბში ოდნავ შეანჟღრიეთ, არაფრით არ აურიოთ, რომ კენკრა არ დაზიანდეს.
  4. როცა მურაბა ადუღდება, ქაფი მოხადეთ. მარწყვის მურაბა ადუღების შემდეგ კიდევ 5 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ სტერილურ ქილებში ჩაასხით და თავსახურით მოხუფეთ.

მარწყვის პიურე

გახეხილი მარწყვის და შაქრის ნარევი ბლინის, ხაჭოს ან ნებისმიერი სხვა დესერტისთვის იდეალური შიგთავსია. ულუფა გალღობილი პიურეთი შეგიძლიათ ჟელე მოამზადოთ. სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 200 გრ შაქარი

მომზადების წესი:

  1. სუფთა, უყუნწო მარწყვს შაქარი გემოვნებით მოაყარეთ. ოდნავ დაჭყლეტილი მარწყვიც გამოგადგებათ, პიურეში მის გამოს ვერ განასხვავებთ. მაინც უნდა დაქუცმაცდეს.
  2. მარწყვი ბლენდერით, ხორცსაკეპი მანქანით ან ჩანგლით დააბლენდერეთ. თუ პიურე კენკრის ნაჭრებით მოგწონთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე არ დააქუცმაცოთ.
  3. პიურე პლასტმასის კონტეინერებში ან ვაკუუმ პაკეტებში გადაანაწილეთ და საყინულეში შეინახეთ.

მთელი კენკრა

ლამაზი მთელი კენკრა დესერტებისა და ტკბილი ცომეულის მომზადებამდე შეგიძლიათ შეინახოთ. ამისთვის კენკრა კარგად უნდა მოამზადოთ და სწორად გაყინოთ. ზოგი მარწყვს კონტეინერებში ყინავს, ზოგი კი პარკს იყენებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი

მომზადების წესი:

  1. მარწყვი გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ.
  2. კენკრა სამზარეულოს პირსახოცზე დააწყვეთ და გააშრეთ. კენკრაზე დარჩენილი წყალი გაიყინება.
  3. სრულად გამშრალი მარწყვი პარკში, უმჯობესია ვაკუუმ პაკეტებში ჩააწყოთ. ახლა შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ.

ვიმედოვნებთ, რომ მარწყვის შენახვის იდეები მოგეწონათ. თქვენ როგორ ინახავთ მარწყვს ზამთრისთვის?