30 წლის მამაკაცებს არ სურთ დაოჯახება, ჩვენ გავარკვიეთ, რა აფერხებთ მათ ბედნიერებისკენ სავალ გზაზე

0
218

ყველა მამაკაცი როდი ოცნებობს ოჯახის შემქნაზე. 30 წლამდე ბევრს უნდა შეიგრძნოს ცხოვრების სიტკბოება. თუმცა რატომ არ სურთ მათ ცოლის მოყვანა მას შემდეგ,რაც სერიოზულ ასაკობრივ ზღვარს გადააბიჯებენ? წამრატებულები,მომხიბვლელები და მარტოსულები-ესაა მამაკაცთა ნაწილის ხვედრი. მოცემული სტატია სწორედ ამ თემას შეეხება.

რატომ არ სურთ მამაკაცებს ოჯახის შექმნა

ზოგიერთ მამაკაცს სახეზე ეტყობა,რომ ქალთა გულთამპყრობელია. ის ვერც კი გაიხსენებს ყოფილების რაოდენობას. ერთ მომენტში  გადაწყვეტს ცოლის მოყვანას,თუმცა ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ცხოვრება დაინგრევა. უბრალოდ ს მიხვდება,რომ ჯერ ადრეა. მისი შეყვარებულიც გაიაზრებს,რომ მათი ურთიერთობა შეცდომა იყო. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან დაიწყება.შემდეგი ტიპაჟის მამაკაცის შეყვარება ძალიან მარტივია. მისი წარმომაგენელი ყველაფერში წარმატებულია:განათლებულია,აქვს სასიამოვნო გარეგნობა და პრესტიჟული სამსახური. ასეთი მამაკაცის ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე,მუდმივად მოგზაურობს და ვითარდება. თუმცა ქალებთან ურთიერთობის დამყარება არ გამოსდის,უბრალოდ მისი მიერ მოფიქრებული იდეალი ზედმეტად კარგია.შემდეგი ტიპაჟის მამაკაცები რადიკალურად განსხვავდებიან ზემოთ აღწერილისგან. ისინი ცოლის მოყვანაზე საერთოდ არ ფიქრობენ,მეტიც, სძულთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები და ეს ორმხრივია. ამასთან, ყოველთვის ახერხებენ პირადი კოლექციის შევსებას ახალი “მსხვერპლით”. როგორც წესი,მათ მახეში თავდაუჯერებელი ქალები ებმებიან.აი კიდევ ერთი საინტერესო ტიპი: მამაკაცმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი აუტსაიდერთა რიგებში გაატარა, მოულოდნელად კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ის ქალებისთვის სასურველი ობიექტი გახდა.ჩვენი გმირი კი მდედრობითი სქესი წარმომადგენლებს  დაცინვით უყურებს. ადრე ის დასდევდა ყველა შემხვედრს,ახლი კი სურს პირიქით მოხდეს. არცაა გასაკვირი,რომ დაქორწინება ნამდვილად არაა მისი ოცნება.არსებობენ მამაკაცები,რომლებიც დაშინებული ჰყავთ მშობლებს. დედა ყოველთვის ეკითხება,თუ როდის მოიყვანს მისი პატარა ბიჭი ცოლს. ამის ყოველდღიურად მოსმენის შემდეგ მამაკაცს ქალებთან ურთიერთობის სურვილიც კი შეიძლება გაუქრეს. მან ცხოვრების თანამგზავრი რომც იპოვოს,ის შესაძლოა მშობლებს არ მოეწონოთ. სამწუხაროდ,ეს ჩაკეტილი წრეა.

სხვა ტიპის მამაკაცები – არსებობს შემთხვევები,როცა მამაკაცს იღბალმა ზურგი აქცია. ერთ დროს უმართლებდა და ყველაფერი ჰქონდა,გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანიც,თუმცა მან მოჩვენებითი წარმატება და ამბიციები ურთიერთობაზე გაცვალა. მამაკაცების ნაწილს უბრალოდ ეშინია ქალის გაცნობის,ისინი შეჩვეულნი არიან კომფორტის ზონაში ყოფნას. თუ ის დისკომფორტის გარეშე მოახერხებს ლამაზმანის შებმას წინააღმდეგი არ იქნება,თუმცა თავად ინიციატივის გამოჩენას არ შეეცდება.არსებობენ მამაკაცები,რომლებსაც უბრალოდ არ სჭირდებათ ურთიერთობა. მათ მოსწონთ მეგობრებთან დროის გატარება. მუდმივი შეხსენება იმისა,რომ მარტოსულები არიან,აღიზიანებთ, დარწმუნებულნი არიან,რომ საუკეთესო ცხოვრებაში წინ ელოდებათ და არსად ჩქარობენ.ბოლოს მოგითხრობთ მამაკაცების ყველაზე უიმედო ტიპის შესახებ. მათ გაცნობის საიტებიც კი ვერ ეხმარება მეორე ნახევრის პოვნაში. ისინი თითქოს მზად არიან,ცოლად პირველი შემხვედრი მოიყვანონ. ურთიერთობის დაწყების თითოეული მცდელობა წყალში ეყრებათ.

რედაქციისგან – როგორც ხედავთ,მამაკაცებს დაოჯახება ბევრი მიზეზის გამო არ სურთ. ვიღაც მარტოსულია,სხვებს კი არაფერი რჩებათ გარდა იმისა,რომ მარტოხელებად დარჩნენ.