არაბმა პრინცმა 32 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონება ქველმოქმედებას გადასცა

111

მთელ მსოფლიოში უამრავი მდიდარი, ცნობილი ადამიანია. მათი უმრავლესობა ყოველდღე აზიარებს სოციალურ ქსელებში ფოტოებსა და “ანგარიშებს”, რომლებიც მათი მდიდრული ცხოვრების აფიშირებას ახდენს. ვერავის დავუშლით ცხოვრებით ტკბობას. თუმცა, მათ შორის ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც თავიანთ ქონებას იმათ უზიარებენ, ვისაც ეს სჭირდება.

ჩვენს რედაქციას სურს, მოგიყვეთ არაბი პრინცის შესახებ, რომელმაც ქველმოქმედებისთვის არარეალურად დიდი თანხა – 32 მილიარდი დოლარი – გადასცა. ასეთი საქველმოქმედო შენატანი ჯერ არასდროს არავის გაუმეტებია.

მედია-საშუალებებში გაჩენილი ინფორმაციების მიხედვით, საუდის არაბეთის პრინცმა, ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა, მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას შესწირა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მომენტში ამ კეთილშობილი ადამიანის ქონება 32 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

2015 წელს, Forbes-ის გამოცემის ვერსიით, პრინცი ალ-ვალიდი საუდის არაბეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად იყო მიჩნეული.

პრინცის თქმით, იგი აპირებს, მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაში დახარჯოს – “ეს ჩემი ვალია კაცობრიობის წინაშე” – სწორედ ეს კომენტარი გააკეთა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ალ-ვალიდმა.

ასევე, კითხვაზე, თუ კონკრეტულად როდის აპირებს პრინცი ამ თანხის გაღებას, პრინცმა უპასუხა – “უკვე ახლა, ჩემი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებაზე მიდის. მე არ მაქვს დროის შეზღუდული ვადები, როცა დრო მოვა, მთელი ჩემი ქონება კეთილშობილურ საქმეს მოემსახურება.”

©GettyImages

აი, რატომ გადაწყვიტა პრინცმა თავისი ქონების ასე გამოყენება: -“მე მინდა, რომ ჩემი ქონება სიკეთეს ემსახუროს, არ მინდა, ეს ფული საფლავში გავიყოლო. მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. ვიღაცას ეს ფული დაავადებების განკურნებაში დაეხმარება, ვიღაც ნანატრ განათლებას მიიღებს, ხოლო ბევრი შეძლებს ცხოვრების ნორმალურად მოწყობას. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია და, თუ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შემიძლია, ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებ.”

თავისი დიდძალი ქონება ალ-ვალიდმა აქციებისა და ინვესტიციური პროექტების შეძენით დააგროვა. მას ინვესტიციები აქვს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Twitter, Apple, Four Seasons, Citibank და სხვა მრავალი.

პრინცის თქმით, მისი შთაგონების წყარო ყოველთვის იყო ბილ გეითსი, რომელსაც თავისი საკუთარი საქველმოქმედო ფონდი ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პრინცი უკვე 63 წლისაა და მისი ორივე შვილი ეთანხმება მამის გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს