მზარეულმა სტამბულიდან გვასწავლა როგორ უნდა დავჭრათ ყველი, თუ ის ცოტა გვაქვს, სტუმრები კი ბევნი არიან

0
1226

ყველის დაჭრის უამრავი ხერხი და წესი არსებობს. ყველა დიასახლისს თავისი მეთოდი აქვს და ისე ჭრის, როგორც უხერხდება და მოსწონს: ზოგს სამკუთხედის ფორმით, ზოგს ოთხკუთხედებად, ან თუნდაც, ვარსკვლავისებურად. მაგრამ ხომ არსებობდეს უნდა განსაკუთრებული წესი, როდესაც თითოეულ ნაჭერს იდეალური ფორმა ექნება? ბევრმა არ იცის, რომ ყველის დაჭრა ჯობია სამკუთხედებად, მაგრამ არ არის საჭირო ზუსტი გეომეტრიის დაცვა. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობა გამოცდილი სტამბულელი მზარეულისგან.

როგორ დავჭრათ ყველი

1.პირველ რიგში ჩამოაჭერით ყველს სამკუთხედის წვერი შუაში.

2 . შემოაბრუნეთ მოჭრილი ნაწილი ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3 . ჩამოაჭერით მარცხენა და მარჯვენა მხარეები. შედეგად მიიღებთ ოთხ ერთნაირ ნაწილს.

4 . ამის შემდეგ დაჭერით თითოეული ნაწილი და გამოგივათ თანაბარი სამკუთხედები.

დააწყვეთ ლამაზად თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან. ამ მიდგომით პატარა ნაჭერ ყველსაც მრავალ ლამაზ ნაჭრად დაჭრით. ეს გამოგადგებათ მაშინ, როდესაც მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან და ყველი კი ცოტა გაქვთ.

ზოგს არ მოსწონს სამკუთხედად დაჭრილი ყველი. პურზე დასადებადაც მოუხერხებელია. უნდა აიღო 2-3 ნაჭერი და და განალაგო რამენაირად.ამიტომ ხანდახან ჯობია ყველი დაჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. როგორ გავაკეთოთ ეს? თხლად და თანაბრად ყველის დაჭრა ყველას არ გამოსდის.

1 . აიღეთ ჩვეულებრივი ბოსტნეულის საფრცქვნელი , რომელსაც კბილანებიანი მხარე აქვს.

2 . აიღეთ მართკუთხედი ფორმის ყველის ნაჭერი და ბოსტნეულის საფრცქვნელით ჩამოჭერით ნაჭრები.

3 . ასე გამოგივათ თანაბარი და თხელი ოთხკუთხედი ნაჭრები. თუ დანით ვერ შეძლებთ, ბოსტნეულის საფრცქვნელით მაშინვე გამოგივათ.

ვიმედოვნებთ, ეს მარტივი რჩევები გამოგადგებათ უკეთ მოემზადოთ სტუმრების მოსვლისთვის, სწრაფად მოუმზადიოთ უგემრიელესი ბუტერბროდები მათ. თქვენც მოგვიყევით რა მეთოდით ჭრით ყველს, იყენებთ თუ არა რამე განსაკუთრებულ ხერხს.