რომელი ტროპიკული ხილი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

868

ზაფხულის სიცხე გვაიძულებს ვიფიქროთ რაღაც ცოცხალსა და  გამაგრილებელზე. მაგალითად,რომელი ტროპიკული ხილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.სად არ წაგვიყვანს ფანტაზია და ზაფხულის დახუთული საღამოები…

ტროპიკული ხილი ზოდიაქოს მიხედვით

  • ვერძი – ისეთ მგზნებარე ნიშანს,როგორიცაა ვერძი,შეეფერება მარაკუია. ინგლისურად ის ითარგმნება,როგორც “ვნების ნაყოფი”. ყველაფერი ამ მცენარის ლამაზი ყვავილების დამსახურებაა.
  • კურო – აღმოსავლეთის ქვეყნებში დრაკონი ყოველთვის მიიჩნეოდა სიბრძნის და გონიერების სიმბოლოდ. ამიტომ კუროებს შეეფერებათ ლონგანი,იგივე “დრაკონის თვალი”. ასეთი ადამიანი ყოველთვის მოგცემთ კარგ რჩევას,თუმცა მისადმი უპატივცემულობის შემთვევაში შესაძლოა აფეთქდეს.
  • ტყუპები  – ტყუპების ორბუნებოვნება შეესატყვისება ქოქოსს,რომელიც გარედან მაგარია,შიგნიდან კი-რბილი.
  • კირჩხიბი – ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბი ასოცირდება მანგოსთან. ყველა,ვისაც ეყო მოთმინება და მიუხვდა მათ გულისნადებს, შეძლებს დააგევნოს რაღაც მშვენიერი და წარმოუდგენლად გემრიელი.
  • ლომი – რამბუტანი.საკმაოდ შეუპოვარი ხილია,გარედან ეკლებითაა დაფარული. რბილ შიგთავსამდე მისაღწევად,სერიოზული ომის გამართვა მოგიწევთ. ეს ეხება აუღელვებელ და ურყევ ლომებსაც.
  • ქალწული – ლიჩი,იგივე “ჩინური ქლიავი”. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. მაგარი გარსის ქვეშ სრული ნეტარება იმალება. ქალწულებიც ამ ნაყოფის მსგავსად,დახვეწილი და ულამაზესები არიან.
  • სასწორი – კარამბოლას აქვს საკმაოდ მოკრძალებული გემო,რომელიც შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ დესერტს. კარამბოლაც სასწორის მსგავსად აბსოლუტურად უპრობლემოა!
  • მორიელი – პიტაიას დრაკონის ხილს უწოდებენ. მისი ფერი,გემო და ტექსტურა საიდუმლოებებითაა აღსავსე. ვერავინ იტყვის,რომ სრულყოფილად შეისწავლა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ბუნება.
  • მშვილდოსანი – გუავა უჩვეულოდ გამოიყურება,თუმცა უბრალო გემო აქვს. მშვილდოსნებიც ზოგჯერ უცნაურები ჩანან,თუმცა ურთიერთობაში უშუალოები არიან.
  • თხის რქა – ყველამ იცის დურიანის სურნელის შესახებ,რომლის ატანაც შეუძლებელია. ეკლიანმა ხილმა ბევრი გააოცა საკუთარი უჩვეულო თვისებებით. თხის რქის წარმომადგენლებიც საკმაოდ უცნაური პერსონაჟები არიან,რომელთა გაძლება ზოგჯერ რთულია.
  • მერწყული – მანგოსტინს ნივრის შესახედაობა აქვს,გემოთი კი ფორთოხალს მოგაგონებთ. მერწყულების  ბუნება გამოუცნობია   და ვერასოდეს მიუხვდებით ჩანაფიქრს.
  • თევზები – ყველა,ვისაც პაპაია გაუსინჯავს,განსხვავებულად აღწერს მას. ზოგს ის ბანანს აგონებს,სხვებს კი-ნესვს. თევზების ბუნებაც ცვალებადია,თუმცა ყველა აღმოაჩენს მათში რაღაც განსაკუთრებულს.

რედაქციისგან

გაგისინჯავთ რომელიმე ხილი ჩვენი ჩამონათვალიდან? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს