ლათინო ამერიკული ორცხობილა შედედებული რძით

306

სად წავიღოთ კვერცხის გულები? ეს მუდმივი თავსატეხია მათთვის ვინც აცხობს. არის რამდენიმე ვარიანტი: შეწვათ კონდიტერის ერბო-კვერცხი, ანუ მხოლოდ გულებით, გააკეთოთ მოხარშული კრემი “ნაპოლეონისთვის” ან ეკლერებისთვის. ან მოამზადოთ ორცხობილა შესქელებული რძით უცნაური სახელწოდებით “ალფაჰორესი” უძველესი ლათინური რეცეპტით.

დღეს პაპარაცის რედაქცია შემოგთავაზებთ რეცეპტის მესამე ვარიანტს. არ დაგაფრთხოთ სახელწოდებამ. “ალფაჰორესი” ეს არის ფხვიერი ორცხობილა-სენდვიჩი მოხარშული შესქელებული რძის შიგთავსით.

ორცხობილა შესქელებული რძით

ინგრედიენტები

  • 100 გრ. ნაღების კარაქი
  • 200-250 გრ. ფქვილი
  • 80 გრ. სიმინდის სახამებელი
  • 70 გრ. შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200 გრ. შესქელებული რძე
  • 40 გრ. ნიგოზი
  • 20 გრ. ქოქოსის ფანტელი
  • შაქრის პუდრა მოსართავად

მომზადების წესი

  1. დაჭერით ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ 5 წუთი
  2. ცალკე ჭურჭელში ჩანგლით გათქვიფეთ მთლიანი კვერცხი, დაუმატეთ კარაქის და შაქრის მასა და თქვიფეთ 2-3 წუთი. ფქვილში დაუმატეთ სახამებელი და გამაფხვიერებელი, აურიეთ და დაუმატეთ კვერცხიან მასას.
  3. მოზილეთ მკვრივი ცომი, დაამრგვალეთ, შეახვიეთ სამზარეულოს პარკში და შედეთ მაცივარში ერთი საათით.
  4. მოხალეთ ნიგოზი და შეძლებისდაგვარად მოაცილეთ ქერცლი. დააქუცმაცეთ დანით ან ჩოფერით.
  5. ცომი გააბრტყელეთ ორ ფენა პერგამინტს შორის 0,5 სმ. სისქეზე. ამოჭერით მრგვალი ფორმები 5-6 სმ დიამეტრით. დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით ღუმელში. ამ პორციით გამოდის 23-24 ცალი ორცხობილა.
  6. ღუმელი უნდა გაახუროთ 180 გრადუსზე. აცხვეთ 14-15 წუთი. გამოიღეთ და კარგად გააგრილეთ.
  7.  წაუსვით ორცხობილას შიგთავსი და შეაწებეთ. წაუსვით გარშემოც და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და ნიგოზი. ბოლოს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
  8. სულ ეს არის! ტკბილი და გემრიელი “ალფაჰორესი” მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს