გულის გამაწვრილებელი სლოკინი ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, უამრავი მოქმედი მეთოდი ვიცი მის მოსაშორებლად.

1290

სლოკინი ერთ-ერთი გამაღიზიანებელი მოქმედებაა, რომელიც განსაკუთრებულ შფოთვას არ იწვევს, თუ არ ამჩნევთ, რომ სლოკინი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გადადის. სლოკინის მოსაშორებლად საუკეთესო მეთოდები ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ხრიკები და სახლში არსებული საშუალებებია, რადგან ამ პრობლემის გასაქრობად არანაირი წამალი გამოგონილი არაა.

რა არის სლოკინი?

თქვენი ფილტვების ბაზაზე არსებობს კუნთი, რომელიც ცნობილია, როგორც დიაფრაგმა. როცა სუნთქვის დროს ეს კუნთი სათანადოდ არ მუშაობს, მცირე გამონაბოლქვი და თავისებური ხმა წარმოიქმნება. ეს ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს მოწევა, ძალიან სწრაფი ჭამა, მოულოდნელი ემოციური აფეთქება, ცხარე საკვები ან გარე ან შინაგანი ტემპერატურის ცვლილება.

ჩვეულებრივ სლოკინი თავისით გადადის და სანერვიულო არაფერია. თუმცა, თუ სლოკინი 2 დღე გრძელდება, დიდი ალბათობით ფარული მიზეზი არსებობს და სჯობს ექიმს მიმართოთ.

„პაპარაცი“ რამდენიმე გასაოცარ მეთოდს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით სლოკინის მარტივად და უსაფრთხოდ მოშორებას შეძლებთ.

წყალი ჭიქის საპირისპირო მხრიდან დალიეთ

ჭიქის ნახევარი ცივი წყლით აავსეთ. ახლა 90 გრადუსით დაიხარეთ და ჭიქა აიღეთ. დალიეთ იმ მხრიდან, რომელიც ჩვეულებრივი დასალევი მხრის საპირისპიროდ მდებარეობს. ასეთ მდგომარეობაში დიაფრაგმა უკან იწევს და შეკავებულ ჰაერს უშვებს, რომელიც სლოკინს იწვევს.

სუნთქვის შეკავება

რამდენიმე ყლუპი წყალი (8-10) დალიეთ და სუნთქვა შეიკავეთ. ამის გასამარტივებლად ცხვირზე ხელი მოუჭირეთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ სუნთქვა აღარ შეგიძლიათ, ჟანგბადი აივსეთ და მშვიდად სუნთქვა გააგრძელეთ. სლოკინი არ გაქრა? ისევ გაიმეორეთ!

წყლის ყლუპი გადახრილი თავით

ერთი ყლუპის დასალევად პირში წყალი დაიგუბეთ. ახლა თავი უკან გადახარეთ და წყალი ფრთხილად გადაყლაპეთ. მოქმედება რომ გაგიმარტივდეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ.

სუნთქვა პაკეტში

ქაღალდის პაკეტი დაიჭირეთ და მასში რამდენიმე წუთით მშვიდად ისუნთქეთ. ახლა სუნთქვა მაქსიმალურად დიდხანს შეიკავეთ და კვლავ გაიმეორეთ.

ასევე გთავაზობთ რამოდენიმე საშუალებას წიგნიდან 2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი

  • სლოკინს ადვილად შეიჩერებთ, თუ წყალს ჭიქის საპირისპირო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჭიქაში ღრმად ჩაყავით, ოდნავ დაიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ წასწიეთ.
  • დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი – ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.
  • 2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახეხეთ გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.
  • ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესამედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირიცხეთ.
    მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.
  • აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
  • შეიკავეთ სუნთქვა, ხელები გადაიტანეთ ზურგის უკან და მტევნები გადააჭდეთ ერთმანეთს. გადაიხარეთ წინ და მოსვით რამდენიმე ყლუპი დაბალ სკამზე მდგარი ჭიქიდან. სლოკინი მაშინვე გაგივლით.
  • მუდმივი სლოკინის შემთხვევაში ყოველ დილით, ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე, შესვით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. სლოკინი 3-5 დღეში გაივლის, მაგრამ წყლის სმა ორი კვირა მაინც უნდა განაგრძოთ.
  • ერთი ჭიქა ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1 ს/კ გარეული პიტნის წვენი და ისევ წამოადუღეთ, შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

ასევე იხილეთ ვიდეო რჩევები, სლოკინის შესაჩერებლად:

© Georgian Broadcaster – როგორ შევაჩეროთ სლოკინი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს