ტანსაცმელზე ბეწვის მოსაშორებლად სარეცხის მანქანაში სილიკონის ღრუბელი შეაგდეთ.

0
897

როგორც გრძელბეწვიანი ძაღლის ბედნიერი მფლობელი, ვაცხადებ, რომ კითხვა – როგორ მოვიშორო ტანსაცმლიდან ბეწვი უკვე წლებია მაწუხებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის რეცხვის დროსაც არ შორდება და სხვა ნივთებსაც ედება. შეიძლება უსასრულოდ გამოყენება წებოვანი ლენტის, მაგრამ როდემდე?გარეცხვის მერე ბეწვი არსად არ მიდის, არც გაფერთხვა შველის. თუმცა, ყოფილა რამდენიმე სასარგებლო ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. პაპარაცის რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ დღეს მათ.

როგორ მოვიშოროთ ტასაცმლიდან ბეწვი.

ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ სპეციალური ბურთები, რომელიც უნდა შეაგდოთ სარეცხ მანქანაში გასარეცხ ნივთებთან ერთად. თუ სარეცხს აშრობთ, მაშინ სპეციალურად საშრობისთვის განკუთვნილი ბურთი უნდა შეიძინოთ.

  • სველი ხელსახოცები – არა, სველი ხელსახოცით ტანსაცმელს არ იწმინდავთ, ის რეცხვის დროს უნდა შეაგდოთ სარეცხ მანქანაში, ჯობია რამდენიმე ცალი. რეცხვის დროს ხელსახოცი შეაგროვებს ბეწვების უმეტესობას და შეგიმსუბუქებთ საქმეს.
  • რეზინის ხელთათმანი – რეცხვის პროცესი რომ ხარისხიანი იყოს და არ მოგიწიოთ ბეწვის გროვების ცალკე მოცილება ნივთებიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანი. ჩაიცვით ის, დაასველეთ და გადაუსვით ნივთებს. შემდეგ შეყარეთ სარეცხ მანქანაში და გარეცხეთ. ასე გაწმენდილ ნივთებს ნაკლებად მიეკრობა ახალი ჭუჭყი. რეზინის ხელთათმანი უკეთ აშორებს ბეწვს, ვიდრე სპეციალური ჩოთქი. ის გამოგადგებათ, მაშინაც, როცა უბრალოდ დაგჭირდებათ ტანსაცმლის ჩამოწმენდა.
  • სილიკონის ღრუბელი  – საყოფაცხოვრებო მაღაზიებში იყიდება სილიკონის ღრუბლები ჭურჭლის სარეცხად. ეს არის ერთჯერადი ღრუბლების ეკოლოგიური ალტერნატივა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ რეცხვის დროსაც. შეაგდეთ სარეცხთან ერთად და საუკეთესო შედეგიც გექნებათ. ის მრავალჯერადია და კარგა ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ტექნოლოგიები მუდამ წინ მიდის და ვითარდება. საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში უკვე შეგიძლიათ ნახოთ და შეიძინოთ სარცხი მანქანა “Pet Hair Removal” ფუნქციით. ეს რეჟიმი განკუთვნილია სწორედ ბეწვის მოსაცილებლად ტანსაცმლიდან. შედეგად, ყველა ბედნიერია. ჯერ არ აქვს უმეტესობას გამოცდილი ეს ფუნქცია და ამიტომ ვერაფერს ვიტყვით შედეგებზე. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.