ქმრის ნათესავებმა პირდაპირ მომაძახეს, რომ არც ისე კარგი რძალი ვარ

0
976

შეიძლება თუ არა ქმრის ოჯახის ტრადიციული ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანი იყოს საკუთარ თავისუფლებაზე მეტად? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თქვენთვის მიუღებელ წესებს მუდმივად გახვევენ თავზე? პაპარაცის რედაქცია დღეს ამ საკითხის განხილვას გთავაზობთ.

მოგიყვებით ერთი ქალბატონის ამბავს, რომელმაც ქორწინებიდან ერთ წელიწადში აღმოაჩინა, რომ ქმრის ოჯახს მისთვის არასასურველი ტრადიცია ქონდა.

ოჯახის ტრადიციები და ფასეულობები

“… ცოტა ხნის წინ ჩემი დედამთილის დაბადების დღე იყო და მეუღლესთან ერთად ვესტუმრე. იქ დაგვხვდა მისი მრავალრიცხოვანი ნათესაობა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ილხენდნენ და დროს მხიარულად ატარებდნენ. ზოგი ანეგდოტებს ყვებოდა, ზოგი წარსულიდან იხსენებდა ამბებს, ზოგი სადღეგრძელოებს ამბობდა და უკვე მერამდენედ, იუბილარის ჯანმრთელობისას სვამდა.

რაღაც მომენტში საუბარი ჩამოვარდა ოჯახურ ტრადიციებზე. მაშინ ჩემი ქმრის ბიძამ გაგვიმხილა მათი ოჯახური ტრადიცია და მხიარული განწყობა უცებ გაქრა. აღმოჩნდა, რომ მათი ტრადიციის მიხედვით უმცროსი ვაჟი მშობლებთან რჩებოდა საცხოვრებლად დაქორწინების შემდეგაც კი. როგორც მიხვდით, ჩემი ქმარი ოჯახში უმცროსი ვაჟია.ნათესავებმა დამაყარეს კითხვები, თუ როდის ვაპირებდი დედამთილთან საცხოვრებლად გადასვლას და ხუმრობა-ხუმრობაში აღნიშნეს, რომ არ ვარ კარგი რძალი, აქამდე რომ არ გავაკეთე ეს.

თავი უხერხულად ვიგრძენი, რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი. კიდევ კარგი ერთმა ქალბატონმა თემის შეცვლა სცადა და თავის პიონებზე დაიწყო საუბარი. კითხვები შეწყდა, სტუმრები სხვა რამეზე გადაერთნენ.მაშინ ეს ყველაფერი მაინც ხუმრობად ჩავთვალე, მაგრამ რამდენიმე კვირის მერე დამირეკა დედამთილმა და ამ თემაზე დამიწყო საუბარი. მკითხა, მოვასწრებდით თუ არა თვის ბოლომდე ნივთების ჩალაგებას და გადასვლას და რომელი ოთახი მერჩივნა მათ სახლში საძინებლად.არ ვიცოდი რა მეპასუხა. ჩვენ ხომ არ ვაპირებდით გადასვლას. არც დედამთილის წყენინება მინდოდა. ბოლოს ვუთხარი, რომ ჯერ ქმარს შევუთანხმდებოდი და პასუხს გავაგებინებდი…ქმარმა არაფრის განხილვა არ ისურვა: ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ ცალკე ცხოვრება და ამ ერთი წლის განმავლობაში აზრი არ შემიცვლიაო. მაგრამ მშობლებთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა – გავა დრო და თავს დაგვანებებენო…

თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ ახალგაზრდა ოჯახს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.