ადრეული ურთიერთობა ბევრისთვის ასოცირდება უდროო ორსულობასა და დაუფიქრებელ ქმედებებთან,თუმცა ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით და თითოეული ადამიანის ცხოვრება უნიკალურია. თუ ადრეული დქორწინების უარყოფითი გამოცდილება გაქვთ,ეს არ ნიშნავს,რომ სხვა მამაკაცთანაც უბედური იქნებით.
ადრეული ურთიერთობა
ფიზიკური მოწიფულობა ემოციურისგან მკვეთრად განსხვავდება. სწორედ ამიტომ ბევრს უჭირს ურთიერთობის აგება 25 ან 30 წლის შემდეგაც კი. ემოციურად ადამიანი გამოცდილების მიღებასთან ერთად ყალიბდება,თუმცა ხშირად მას არ შეუძლია მისი სწორა გაანალიზება და იმავე შეცდომების არ დაშვება.
ვიღაცას ყოფნის სიბრძნე,რომ პირველი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ გაიაზროს კავშირის რღვევის მიზეზები. ზოგიერთი ადამიანი კი მუდმივად იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომებს. მაგალითად,ურთიერთობას იჭერენ ისეთ ადამიანებთან,რომლებიც არ შეეფერებათ.ამის ნათელი მაგალითია ადამიანი,რომელიც მკაცრ დედ-მამასთან აღიზარდა და მათთან ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდა. შედეგად ის ეძებს პარტიორს,რომელიც მშობელს ჰგავს. ვიღაცას ის გიჟი ეგონება,სინამდვილეში კი ყველაფერი კანონზომიერია. ჩვენ ვისწრაფვით იმისაკენ,რასაც შევეჩვიეთ,ჩვენი ფსიქიკა მსგავს განმეორებად სიტუაციებში სპეციფიკურ სტაბილურობას ხედავს.ადამიანის მოწიფულობა ვლინდება ამ ურთიერთკავშირების დანახვაში და მათ გაწყვეტაში მოსალოდნელი ტკივილის მიუხედავად. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ბედნიერების მოპოვება და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება. შინაგანი ტრავმების სიღმისეული დამუშავების შედეგად შეგვიძლია შევქმნათ ჯანსაღი ურთიერთობა.
ადამიანების ნაწილი სრულფასოვან და მოსიყვარულე ოჯახში აღიზარდა. ისინი ადეკვატურად აღიქვამენ ურთიერთობებს და არ აძლევენ სხვებს მათი მანიპულირების საშუალებას. ამ ადამიანებს სწორად ესმით სიყვარულის არსი და არ ინადგურებენ საკუთარ თავს.მათ იციან,თუ როგორ უნდა მოქცნენ ნორმალური ადამიანები ურთიერთობაში. ასევე ადრეულ ასაკში დაოჯახებულ ადამიანებსაც აქვთ ობიექტური უპირატესობები. მაგალითად,მათ აქვთ შვილებთან მეტი სიახლოვე,რადგან ასაკობრივი სხვაობა არაა დიდი.ასევე ახალგაზრდა წყვილს,რომლეც დიდი ხანია დაოჯახებულია, აქვს მეტი შესაძლებლობა დროის გატარების,გამოცდილების და კარიერულის ზრდის კუთხით.
რედაქციისგან
გადახედეთ თვქენს ნაცნობებს,რომლებმაც ოჯახი სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შექმნეს,ასევე გაიხსენეთ მათი დამოკიდებულება თავიანთ მშობლებთან. შედეგად მალევე შეძლებთ ლოგიკური ჯაჭვის აგებას.სამყარო წინ მიიწევს უზარმაზარი ნაბიჯებით,დღეს ყველა თაობას ზღვა შესაძლებლობები აქვს,ასევე არ ღირს მხოლოდ ოჯახის შექმნის იდეაზე ჩაციკვლა!