პოპულარული შავი: როდის არის აქტივირებული ნახშირის გამოყენება სასარგებლო და როდის არა

940

დღესდღეობით შავი ფერის ნაყინით ან სასმელით ვერავის გაოცებას შეძლებთ. პროდუქტის მწარმოებლები მომხმარებლების გაოცებას და კონკურენტების თავიდან მოშორებას ცდილობს, ამისთვის კი Black თემის სხვადასხვა ვარიანტებს იგონებენ. სასარგებლოა კი ასეთი სიახლე და შეიძლება თუ არა შავი ფერის საკვების ხშირად მოხმარება?

აქტივირებული თუ ხის ნახშირი?

ჩვეულებრივი ხის ნახშირისგან განსხვავებით, რომელიც ცნობილ კანცეროგენს წარმოადგენს, აქტივირებულ ნახშირს სამკურნალო მოქმედება გააჩნია. ეს ხის, ტორფის ან ქოქოსის ქერქის ნელი წვით მიღებული გვერდითი პროდუქტია, რომელიც ჟანგბადითაა დამუშავებული. შედეგად ნახშირი ფორებიანი და არაპოლარული ხდება, რაც მას ჰიდროფობიური ტოქსინების და გაზების ან სითხის სუნების ადსორბაციის საშუალებას აძლევს.

აქტივირებული ნახშირი მრავალი ფორმით იწარმოება: ფხვნილი, აბი, გრანულები და გამწმენდი კუბები. ინგრედიენტი ათასწლეულების მანძილზე აიურვერდულ და ჩინურ მედიცინაში გამოიყენება.

თუმცა ნახშირის სუფთა სახით გამოყენებაზე კვლევები დღემდე ჩატარებული არაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებზე, როცა საქმე თქვენს კანს, კბილებს და კუჭს ეხება. „პაპარაცი“ ნახშირის გამოყენების რამდენიმე უსაფრთხო და საშიშ მეთოდებზე გიამბობთ.

ნახშირის პოტენციურად სახიფათო გამოყენების მეთოდი

კოქტეილი აქტივირებული ნახშირით

ინტენსიურმა ფერმა და ნახშირის არომატმა ბარმენებს მრავალფეროვანი კოქტეილების შექმნა შთააგონეს. მიუხედავად იმისა, რომ აქტივირებული ნახშირის კოქტეილებს მიმზიდველი გარეგნობა და არომატი აქვთ, მტკიცებულება, რომ „ნაბახუსებს“ აქრობს, ზედმეტად კარგია, რომ სიმართლე იყოს. აქტივირებულ ნახშირს დეტოქსიკაციის ეფექტი აქვს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნაკლებად მთვრალს გხდით.

ამის ნაცვლად ნაბახუსევის თავიდან აცილება სატაცურით სცადეთ, რომელიც ორგანიზმს ალკოჰოლის განეიტრალებაში ნამდვილად ეხმარება.

დეტოქს სასმელი

ბევრ სასმელში ხის ნახშირი დეტოქს ინგრედიენტის სახიტ ხშირად გამოიყენება. სინამდვილეში, აქტივირებულმა ნახშირმა შეიძლება ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები შთანთქას. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ღირებულ ნივთიერებებს დაკარგავს ყოველ ჯერზე, როცა ჯადოსნურ სასმელს დალევთ. კიდევ უფრო სერიოზულია ის, რომ აქტივირებულ ნახშირს მედიკამენტებთან, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან კომბინაციაში იღებენ. ასე კი მედიკამენტების ეფექტურობის შემცირებას რისკავთ.

აქტივირებული ნახშირი საკვებში

ბევრი რესტორანი თავის პროდუქტებში აქტივირებულ ნახშირს იყენებს. იაპონიაში Burger King-ში Kuro Burger (Kuro „შავს“ ნიშნავს) შექმნეს. მაღაზიებში შავი ვაფლი, ასევე ნაყინი იყიდება. კუჭის გაღიზიანების თვისების და მედიკამენტებთან დაკავშირების გამო, ასეთი კერძების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ნახშირის სასარგებლო გამოყენების მეთოდები

აქტივირებული ნახშირი კბილების გასათეთრებლად

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ხის ნახშირი კბილების გასაწმენდად გამოიყენება. ხის ნახშირის ფხვნილი ტანზანიის, აფრიკის და სამხრეთ აზიის სოფლებში კბილების საწმენდი ტრადიციული მეთოდია.

თუმცა სტომატოლოგები კბილების გასათეთრებლად ნახშირის კბილის პასტის რეგულარულად გამოყენებას არ გირჩევენ. აბრაზიული თვისებების გამო სჯობს ფრთხილად და ზომიერად გამოიყენოთ.

სახის ნიღაბი

აქტივირებული ნახშირი კანის მოვლის საშუალებებში ხშირად გამოიყენება. კოსმეტოლოგები ნახშირის ნიღბების გამოყენებას გირჩევენ. ნახშირი ძირიათად მოქმედებს, როგორც ჭუჭყის და კანის ცხიმის მოსაზიდი მაგნიტი, მაგრამ ეს ფიზიკურ კონტაქტზეა დამოკიდებულია. სწორედ ამიტომ, ნახშირი პირდაპირ კანზე წაისვით.

ნახშირის შამპუნი

კანის ქავილი, ჭარბი ცხიმიანობა ან აქერცვლა ხშირად გაწუხებთ? აქტივირებული ნახშირი თავის კანზე დამამშვიდებელი მოქმედების ხარჯზე დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს