მეუღლემ არ მკითხა რჩევა ბინასთან დაკავშირებით და გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე

281

უნდა დაუჯეროს თუ არა ქმარმა ცოლის რჩევას თავისი მემკვიდრეობის განკარგვასთან დაკავშირებით? თუ თითოეულ მათგანს აქვს უფლება ამ საკითხში დამოუკიდებლად იმოქმედოს და ანგარიში არ ჩააბაროს მეუღლეს? სწორედ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ მოცემულ სტატიაში!

ცოლის რჩევა ქმარს

მე და ჩემი ქმარი 18 წელია ერთად ვცხოვრობთ,აქედან 3 წელი სამოქალაქო ქორწინებაში. ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ერთიანი ოჯახური ბიუჯეტი გვქონდა. ჩვენს მიერ გამომუშავებული თანხა სრულად ინახებოდა საერთო ანგარიშზე და თითოელ ჩვენგანს ნებისმიერ მომენტში შეეძლო იქიდან ფულის აღება. 

არც ისე დიდი ხნის წინ მემკვიდრეობით გვერგო ჩემი ქმრის დეიდის ბინა.  სიცოცხლის ბოლო 2 წელი მასზე ჩვენ ვზრუნავდით და ვიყავით ლამის ერთადერთი ადამიანები,რომელთა დახმარების იმედიც ყოველთვის ჰქონდა. ამას სრულიად უანგაროდ ვაკეთებდით,ის ძალიან კეთილშობილი ქალი იყო და მასთან ურთიერთობა უაღრესად გვსიამოვნებდა. ვერავინ იფიქრებდა,რომ მან ბინა დის შვილის სახელზე გადააფორმა.სხვა ნათესავებისთვის ეს ამბავი გამაოგნებელი აღმოჩნდა. 

მეუღლეს რამდენჯერმე ვურჩიე,რომ ის ბინა გაექირავებინა,დათო კი მხოლოდ თავს მიქნევდა და საიტზე განცხადების განთავსებას არც კი ჩქარობდა,უბრალოდ დროს წელავდა. ბოლოს გადავწყვიტე ამ საქმისთვის დამოუკიდებლად მიმეხედა. 

ორ საიტზე განცხადება წარმატებით გამოვაქვეყნე,მესამეზე კი ვერ მოვახერხე, თურმე ბინა მსგავსი მისამართით უკვე დარეგისტრირებული ყოფილა. აღმოჩნდა,რომ დათო ჩემგან ფარულად აქირავებდა სახლს და მიმალავდა მქირავებლებისგან მიღებულ თანხასაც. 

ქმარს ვკითხე,თუ რატომ მიმალავდა სიმართლეს,მან კი მიპასუხა,რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. დათომ აღნიშნა,რომ ბინა მის სახელზე იყო გაფორმებული და  თავად გადაწყეტდა,თუ როგორ განეკარგა ის. 

ეს ფული საერთოდ არ მჭირდება,თუმცა მეუღლის დამოკიდებულებამ გული მატკინა. საიდან ასეთი მკვეთრი ცვლილებები? რას მიმალავს? ნუთუ საყვარელი გაიჩინა და ემზადებაა მასთან წასასვლელად? დათო მეუბნება,რომ მსგავსი აზრებით გონება არ დავიტვირთო,თუმცა  თანხის დანიშნულებაზე არაფერს მიყვება. როგორ მივიღო მისგან პასუხები? 

ალბათ დაგვეთანხმებით,რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა. როგორ ფიქრობთ,უნდა ნერვიულობდეს თუ არა ჩვენი ისტორიის გმირი ან იქნებ ქმრის რჩევას დაუჯეროს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს