რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს და რატომ არ უნდათ მათთან ურთიერთობის გაგრძელება.

1265

კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს, კარგად გასცემს პასუხს მიტოვებული მანდილოსნების ტიპაჟების ცოდნა. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულადაც არ უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ყველა თვისება, რომელსაც ამოიცნობთ სიაში, დამახასიათებელი იქნება მამაკაცებისთვისაც. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ თემაზე მოგიყვებათ

რატომ ტოვებენ ქალებს

იმის ნამდვილი მიზეზის გაგება, თუ რატომ ინგრევა ურთიერთობები, შესაძლებელია, თუ კარგად დააკვირდებით პიროვნებას. ხდება ხოლმე, რომ ორი კარგი ადამიანი უბრალოდ ვერ ეწყობა ერთმანეთს.თუ ქალბატონი ხშირად ხვდება მამაკაცებს და მალევე ამთავრებს სერიოზული ურთიერთობის ძებნაში, მან პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოს. შეიძლება გადასახედი იყოს მისი პრიორიტეტები, ფასეულობები და შეხედულებები.

მიტოვებული ქალების ტიპები

1 . ის, რომელიც ცდილობს იპოვოს თავისი პრობლემების მომგვარებელი მამაკაცი.  ხშირად ასეთ გამოსავალს მარტოხელა დედები მიმართავენ. ისინი იმდენად გადაღლილები არიან ბავშვის უზრუნველყოფით და თან მოვლით, პირველივე შემხვედრს ჩამოეკიდებიან კისერზე. ამ ქალებისგან მსგავსი ქმედება გასაგებია, მაგრამ ასეთ ფუნდამენტზე დაფუძნებული ურთიერთობა განწირულია. არავის არ ენდომება ხანგრძლივად მამა-მარჩენალის როლში ყოფნა.

2 . ის, ვისაც მხოლოდ ფინანსური მხარე აინტერესებს. ეს კატეგორია წინას გავს, მაგრამ მათ შვილის გამო აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი გამძაფრებული, ამათ კი არაფერი გაუკეთებიათ. უბრალოდ მიჩვეულნი არიან არაფრის კეთებას და ავალდებულებენ ყველაფერში პარტნიორს. მამაკაცი ასეთი ქალისთვის უბრალოდ ფულის ტომარაა და სპონსორი.

3 . ფურიები – მამაკაცთა მოდგმაზე განაწყენებული ქალები. ყველაზე ხშირად ასეთი ქალი “იბადება” ერთი ან რამდენიმე იმედგაცრუების მერე. მას გადააქვს ერთი ადამიანის თვისებები მამაკაცთა მოდგმის ყველა წარმომადგენელზე. ეს საკმაოდ საშიში მიდგომაა, ყველა ადამიანი ხომ სხვადასხვანაირია? მუქი სათვალეებიდან ყურებით ჩვენ საკუთარ თავს სიამოვნების შესაძლებლობას და უნარს ვართმევთ.

4 . მუდმივად უბედური და დეპრესიული ქალები. ძალიან რთულია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. თავიდან თითქოს, მოგვწონს პიროვნება, რომელიც ცოტა იდუმალი და დრამატულია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დიდხანს ასეთი რამ დამღლელია და არავის მოსწონს. ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა ასეთ ადამიანთან იშვიათია.

რედაქციისგან – რატომ ცდილობს ადამიანი შექმნას ვიღაცასთან ერთად წყვილი. თუ ამის მიზანი მატერიალური ფასეულობებია, ან მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება, ასეთ ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი მხოლოდ იმ ნიშნით, რომ მასთან კარად ვგრძნობთ თავს. თუ გრძნობთ, რომ ამ ადამიანთან ერთად შეძლებთ განვითარებას, რომ ისიც თქვენსავით ფიქრობს და ღიაა ურთიერთობისთვის, ჩათვალეთ, რომ სწორ გზაზე ხართ..

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს