რისგან მზადდება თანამედროვე პლომბირი არ ვიცი, მაგრამ მე სახლში ვამზადებ ნაღებისგან. სულ სამი ინგრედიენტი ჭირდება და გამოდის ზუსტად ისეთი, როგორც ბავშვობაში ვჭამდით.სცადეთ ერთხელ ნაყინის სახლში მომზადება მეტად მაღაზიაში ყიდვა აღარ მოგინდებათ, გემრიელი და ეკონომიურიც იქნება.დღეს პაპარაცის რედაქცია ისეთი ნაყინის რეცეპტს გაგიზიარებთ, 10 წუთში რომ მზადდება, უგემრიელესია და არ შეიცავს მავნე მინარევებს.
პლომბირი ნაღებით
ინგრედიენტი
500 მლ. ნაღები
100 გრ. შაქრის პუდრა
0,2 ჩ/კ ვანილინი
მომზადების წესი
1 . აიღეთ ყველაზე მაღალპროცენტიანი ნაღები, მინიმუმ 33% ცხიმიანობით. გააცივეთ კარგად მაცივარში.
2 . მოხერხებულ ჯამში ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. უნდა მიიღოთ ქაფივით მასა.
3 . ჩაასხით პლომბირი კონტეინერებში ან ნაყინის ფორმებში და შედგით საყინულეში.
4 . სულ ეს არის, უგემრიელესი პლომბირი ნაღებით მზად არის. გემრიელად მიირთვით!
რჩევა paparazzi.ge-ს რედაქციისგან
რა თქმა უნდა, ნაყინის ყიდვა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება, მაგრამ შენი ხელით მომზადებული ბევრად უფრო საინტერესო, ჯანსაღი და გემრიელია. მითუმეტეს, რომ მომზადების პროცესი ძალიან მარტივია.
გირჩევთ გაანებივროთ თქვენი თავი პაპანაქება სიცხეში უგემრიელესი ნაღების პლომბირით. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ხილი, თხილეული ან შოკოლადი. გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.