გასარეცხი ჭურჭელი – რატომ არ უნდა დავტოვოთ ღამით

2110

თუ თქვენს ოჯახში მოხშირდა სკანდალები და უთანხმოება, ხოლო განწყობა არც თუ ისე კარგი გაქვთ, დააკვირდით თქვენს საოჯახო ორგანიზებას. ყველაფრის მიზეზი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ რეტროგრადული მერკური, არამედ დაგროვილი ჭუჭყიანი ჭურჭელიჯერ კიდევ ბავშვობაში ბებია მასწავლიდა, რომ ღამით გასარეცხი ჭურჭლის დატოვება არ შეიძლება. მისი რჩევა ახლახანს გამახსენდა და ქმედებაში მოვიყვანე. რეზულტატი კარგი გამოდგა – დამთხვევაა თუ არა, თავად განსაჯეთ. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ თემაზე მოგიყვებათ.

ჭუჭყიანი ჭურჭელი

ყველა გვეცნობა სიტუაცია, როდესაც სტუმრების წასვლის შემდეგ გინდათ დატოვოთ გასარეცხი თეფშები, ჭიქები ნიჟარაში და უბრალოდ დაიძინოთ. ეს არ უნდა გააკეთოთ რამდენიმე მიზეზის გამო.

ცრურწმენა – ძველად ხალხს სჯეროდა, რომ სახლს ყავდა თავისი პატარა და უჩინარი მბრძანებელი, ამიტომ ადმიანები მთელი მონდომებით ცდილობდნენ მისთვის თავის მოწონებას. ის ითვლებოდა სახლის მცველად, თუ გააბრაზებდი, იწყებდა ცელქობას: მალავდა ნივთებს, ხმაურობდა ღამით, ურევდა კარადებს და ყრიდა ნამცეცებს. მას უყვარდა სისუფთავე და წესრიგი, ამიტომ რომ არ გაბრაზებულიყო, მუდამ დალაგებული უნდა ქონოდათ ყველაფერი. აქედან წამოვიდა რწმენა, რომ ღამით თუ გასარეცხ ჭურჭელს დატოვებდნენ, უთანხმოება და შფოთი ექნებოდათ ოჯახში.

ნიშნები – არსებობს უამრავი ნიშანი, თუ რატომ იწვევს პრობლემებს ჭუჭყიანი ჭურჭელი.

  1. ამ ნიშნების მიხედვით ჭუჭყიან ჭურჭელზე იბუდებს ავი სული, რომელიც ცუდად მოქმედებს ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.

2. ხოლო თუ მეორე დღისთვის გეგმავ სადმე გამგზავრებას, დატოვებული გასარეცხი ჭურჭელი მიიზიდავს პრობლემებს მგზავრობის დროს.

3. გაუთხოვარი გოგონას გასარეცხი ჭურჭლით სავსე ნიჟარა გაფანტავს წარმატებებს ამურის საქმეში. კავალერს კი მოულოდნელად სხვა საქმეები გამოუჩნდება და დაგეგმილი პაემანი შეიძლება ჩაიშალოს.

4. გასარეცხი დანა-ჩანგალი იზიდავს ჭრებს და პრობლემებს სამსახურში.

5 . ღამე დატოვებული გასარეცხი ჭურჭელი იზიდავს დაძაბულობას ცოლ-ქმარს შორის და ღალატსაც კი.

ხალხს სჯეროდა, რომ დასვრილი დანა მაგიდაზე მოახლოებული ჩხუბების და კონფლიქტების მიზეზია ოჯახში. ამიტომ ყოველთვის დააბრუნეთ სუფთა დანა თავის ადგილზე.

ობიექტური შეხედულება – არსებობს სრულიად რეალური და ობიექტური მიზეზები, რის გამოც არ შეიძლება ჭუჭყიანი ჭურჭლის დატოვება ღამით

1 . პირველ რიგში, ის იზიდავს მწერებს, რომლებიც უამრავი ინფექციის და დაავადების გადამტანები არიან.

2 . საჭმლის ნარჩენები ბაქტერიების საუკეთესო საკვებია. ეს განსაკუთრებით ეხება ზაფხულის პერიოდს. ამიტომ დილით გასარეცხ ჭურჭელთან ერთან არასასურველი სტუმრებიც დაგხვდებიან.

3 . რაც უფრო დიდხანს იდება ჭურჭელი გაურეცხავად, უფრო მეტად მიახმება საჭმლის ნარჩენები ზედ. ამიტომ რეცხვა ბევრად უფრო დიდხანს მოგიწევთ. ამასთან, მიმხმარი ნაწილების მოცილების დროს შეიძლება დააზიანოთ მაგალითად, ტეფლონის ტაფა, ემალი ან სხვა რამე.

ჩვენი რედაქცია კი გირჩევთ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ცრურწმენებს და უფრო ლოგიკურ მხარეს შეხედოთ ხოლმე, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ სისუფთავე და დალაგებული გარემო პირველი ნაბიჯია პოზიტიური ძვრებისკენ თქვენს ცხოვრებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს