ორგანაიზერი საკუთარი ხელით ან როგორ მოვათავსოთ ყველაფერი მაცივარში

0
291

დიასახლისების დიდი ნაწილისთვის ნაცნობია სიტუაცია,როცა დღესასწაულებზე უამრავ კერძს ამზადებენ და მაცივარში შესანახად ადგილი აღარ ჰყოფნით. ზამთარში პროდუქტების გატანა შეიძლება აივანზე,მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ წელიწადის სხვა დროს? მოცემულ ამოცანას გაუმკლავდება ორგანაიზერი მაცივრისთვის. არ იჩქაროთ მაღაზიაში მისი ყიდვა, რედაქცია “paparazzi” გაგანდობთ ხრიკს,თუ როგორ უნდა მოამზადოთ ის საკუთარი ხელით. ერთადერთი,რაც დაგჭირდებათ,-ესაა პლასტმასის ბოთლი. საკუთარი ხელით ორგანაიზერის დასამზადებლად დაგჭირდებათ 2 ნივთი:5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და საკანცელარიო დანა. მუშაობის დაწყებამდე ჭურჭელს მოაძრეთ ეტიკეტი.

პირველ რიგში,ბოთლს მოაჭერით ფსკერი და ყელი,ორგანაიზერის მოსამზადებლად დაგვჭირდება მხოლოდ მისი შუა ნაწილი.

შუა ნაწილი საკანცელარიო დანით გაჭერით 3-4  ხუთ სანტიმეტრიან სეგმენტად.თუ ბოთლზე რელიეფური ხაზებია,ისინი ორიენტირად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ერთ-ერთი წრე დააფარეთ საჭმლიან თეფშს,პლასტმასის თავზე მოათავსეთ კიდევ ერთი თეფში და მსგვასი კანონზომიერებით გააგრძელეთ.

თეფშებისგან შექმნილი “კოშკი” მოათავსეთ მაცივარში. ორგანაიზერის სიმყარეზე არ ინერვიულოთ. ის ასევე ხელს უშლის მაცივარში კერძების სუნების შერევას.

ასევე გირჩევთ გამოყენებული ბოთლების სახელურები არ გადაყაროთ.ის შეგიძლიათ დაამაგროთ ქვაბის თავსახურს ან ტაფას. ამგვარად, მოსახერხებელი იქნება მომზადებისას მისი ახდა და ხელიც აღარ დაგეწვებათ.

ორგანაიზერის დამზადება საკუთარი ხელით საკმაოდ მარტივია.ის მაცივარში საკმაოდ დიდ ადგილს გაგითავისუფლებთ,აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე,თუ სად შეინახოთ საკვები. აუცილებლად გამოსცადეთ ეს ხრიკი.