თუთიის მალამო – იაფი და ეფექტური, ხელმისაწვდომი პრეპარატი

23347

ყველამ არ იცის, რომ მრავალი ძვირადღირებული პრეპარატის შესანიშნავი ალტერნატივაა თუთიის მალამო, რომელიც, თავისი ეფექტურობით, ოდნავადაც არ ჩამორჩება სხვა პრეპარატებს. გარდა ამისა, კომპონენტები, რომლებიც მალამოს შემადგენლობაში შედის, უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები მას თითქმის არ აქვს.

ჩვენმა რედაქციამ გაარკვია ამ მალამოს ძალიან სასარგებლო თვისებები, რომლებსაც ახლა გიზიარებთ:

თუთიის მალამო გვეხმარება მუწუკების, აკნეს, სხვადასხვა წარმოშობის დერმატიტის მკურნალობაში. მის შემადგენლობაში შედის თუთიის ოქსიდი, რომელიც თერაპევტულ ეფექტს ახდენს, გარდა ამისა, ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯედების რეგენერაციას. აქვს გამოხატული მადეზინფიცირებელი მოქმედება.

მალამო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იაფფასიანი და, რაც მთავარია, ეფექტური შემხორცებელი პრეპარატები იშვიათობა ააა. მისი შეძენა შეგიძლიათ დაბალ ფასად, ნებისმიერ აფთიაქში.

თუთიის მალამოს გამოყენება სხვადასხვა დაავადების დროს

მალამო თხლად უნდა დაიტანოთ დაზიანებულ მონაკვეთებზე. იგი დღეში 2-3-ჯერ უნდა გამოიყენოთ. შეგიძლიათ, მალამო მარლის სახვევით მთელი ღამით გაიჩეროთ. მკურნალობის კურსი 3-20 დღეს მოიცავს.

თუთიის მალამო აკნეს დროს

© Youtube

თუთიის მალამო ხშირად გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ. იგი ხსნის ანთებას და ხელს უშლის ახალი გამონაყარის წარმოქმნას. თუთიის მალამო მხოლოდ აკნეთი დაზიანებულ მონაკვეთზე, თხელ ფენად უნდა დაიტანოთ.

მისი გამოყენება დაშვებულია დღეში ექვსჯერადად, თუმცა, სასურველია მხოლოდ სამჯერ წასმა. პრეპარატი თითქმის არ იწოვება, ამიტომ ნახევარ საათში ჩამოიწმინდეთ ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით.

ჩახურებული კანის დროს

©ShutterStock</a

კანის ჩახურება ბავშვის კანისა და გამღიზიანებელი კომპონენტების, კერძოდ, შარდისა და ფეკალიების, ხანგრძლივი შეხების შედეგია. ამ სიტუაციებში, ზოგიერთი ადამიანი იყენებს თანამედროვე ძვირადღირებულ პრეპარატებს, თუმცა, ყველაზე ეფექტური მაინც თუთიის მალამოა.

პრეპარატის წასმამდე, ბავშვის კანი უნდა დაიბანოს და გაშრეს – ეს მაქსიმალურ ეფექტს უზრუნველყოფს. შემდეგ თხელ ფენად წაუსვით დაზიანებულ მონაკვეთებზე.

მელაზმის დროს

ესაა კანის პიგმენტაციის დარღვევა, რომელსაც კეთილთვისებიანი ხასიათი აქვს. თუთიის მალამო შეიძლება გამოიყენებოდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მის რეგულარულ გამოყენებას კი კანის პიგმენტაციის შემცირება შეუძლია. მალამო გამოიყენება დღეში 3-4-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.

თუთიის მალამოს ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს, რომელიც მას ეფექტურს ხდის სხვადასხვა გაღიზიანებასთან ბრძოლაში.

მზისგან დაცვა

©ShutterStock</a

თუთიის ოქსიდი, რომელსაც ეს მალამო შეიცავს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც 6 თვემდე ბავშვებისთვის მზისგან დამცავი კრემის სახით შეიძლება.

ბუასილი

ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და დღეს უამრავი პრეპარატი არსებობს მის სამკურნალოდ, თუმცა, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია თუთიის მალამო, შერეული სტრეპტოციდთან.

ამ საშუალების მოსამზადებლად აიღეთ 4 აბი სტრეპტოციდი და დააფქვიეთ, შემდეგ შეურიეთ მალამოს ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. იგი უნდა შეიზილოთ როგორც სწორი ნაწლავის გარეთ, ისე შიგნითაც.

ჰიპერჰიდროზი (მდგომარეობა, როცა ადამიანი ჭარბოფლიანობს)

ჭარბოფლიანობას განსაკუთრებული უსიამოვნებები მოაქვს, როგორც თავისი მეპატრონის, ისე გარშემომყოფებისთვისაც. ამ შემთხვევაში, დაავადების სიმპტომების გამოვლინების შემცირებაში დაგეხმარებათ თუთიის მალამო. მას ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია.

ანტისეპტიკური და გამომშრობი თვისებების წყალობით, იგი ამცირებს ჭარბოფლიანობასა და მის შედეგებს. ჭარბოფლიანობა სულ რამდენიმე დღეში გაქრება.

ნაოჭების მოშორება, სახის ფერის გაუმჯობესება

©ShutterStock</a

ამისათვის გააზავეთ მალამო ღამის კრემთან 1:1 პროპორციით და გამოიყენეთ ყოველდღე, 1-2 თვის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს