ექსტრასენსორული თვისებების10 მთავარი ნიშანი

0
294

თუ გქონიათ ცხოვრებაში შემთვევა,როცა რაღაც გაუგებარი წინასწარგანწყობა მოსვენებას არ გაძლევთ? გიგრძვნიათ,თითქოს იცით მომავალში რა მოხდება? შესაძლოა,სწორედ ამგვარად გამოვლინდება თქვენი ექსტრასენსორული შესაძლებლობები.მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ სუპერ ინტუიციის ნიშნებს.

როგორ ამოვიცნოთ საკუთარ თავში ექსტრასენსორული შესაძლებლობები?

ძლიერ განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანები გარშემომყოფთაგან განსხვავებულად იქცევიან.ზოგჯერ მათი მოსაზრებები მომავლის შესახებ ხალხს შოკში აგდებს. მოცემულ სტატიაში რედაქცია “paparazzi” გაგიზიარებთ ასეთი ადამიანების ხასიათის 10 გამორჩეულ მახასიათებელს.

გამორჩეულად განვითარებული ინტუიციის ნიშნები

1.წინასწარმეტყველური სიზმრები – სიზმარშიც კი ინტუიციამ შეიძლება გიკარნახოთ რთულ კითხვებზე პასუხები ან სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზა. ზოგჯერ ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანები სიზმარში ხედავენ სიტუაციებს მომავლიდან. ოდესმე გქონიათ მსგავსი გამოცდილება?

2.ახდენილი წინასწარგანწყობა – სიზმრების გარდა ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე ხალხს ასევე მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია.ეს ჩვეულებრივ წინასწარგანწყობის სახით ხდება.

3.მოულოდნელი პასუხები – გეჩვენებათ,თითქოს გარშემო ყველაფერი გეხმარებათ კითხვაზე პასუხის პოვნაში. ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიაებს ცხოვრება აძლევს მინიშნებებს შემთხვევითი შეხვედრების,სიმღერის სტროფების,გაზეთების სათაურების სახით,რომლებიც ეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

4.გაცნობიერების მომენტი – მოულოდნელად თავში მოდის შესანიშნავი იდეა,ზუსტად ის,რომელიც იყო საჭირო. ქვეცნობიერი ეძებს  პრობლემის გადაწყვეტის გზას მაშინაც კი,როცა მასზე არ ფიქრობთ.

5.საფთხისგან თავის არიდება – ალბათ,ბერვჯერ გსმენიათ ისტორია იმის შესახებ,რომ ვიღაც არ ჩაჯდა თვითმფრინავში,რომელიც შემდეგ ჩამოვარდა. თითქოს უხილავმა ძალამ გადაარჩინა ის დაღუპვას. ეს თვისება დამახასიათებელია ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანებისთვის.

6.ემპათია – თუ შესანიშნავად გრძნობთ სხვა ადამიანების განწყობას,იზიარებთ მათ ემოციურ ფონს და უთანაგრძნობთ ,ეს ექსტრასენსორული შესაძლებლობების გამოვლინებაა. თქვენ შეძლებთ იმის გამოცნობასაც კი,თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში.~ემპათია მოითხოვს დიდ ძალას და ენერგიას,ამიტომ ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე ადამიანს სჭირდება ძალების აღდგენა.ყველაზე უკეთ კი ამის გაკეთება საკუთარ თავთან მარტო დარჩენითაა შესაძლებელი.

8.მიჰყევით ინტუიციას – ძლიერი ინტუიცია იმისთვისაა ნაბოძები,რომ ადამიანი მას მიჰყვეს.თუ წინასწარგანწყობებს არ დაუჯერებთ,უსიამოვნებებს ვერ აირიდებთ. საკუთარ თავში შეგინიშნავთ ოდესმე მსგავსი რამ?

9.ენერგიის დონე – ამ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ჩვეულებრივ კარგად გრძნობენ საკუთარ ენერგიას და იციან,როდის სჭირდებათ ძალების აღდგენა.

10.ჰარმონიულობა – განვითარებული ინტუიცია ყოველთვის მიგანიშნებთ თქვენს ნამდვილს სურვილებსა და საჭიროებებზე.

საკუთარ თავში ექსტრასენსორული თვისებების აღმოჩენა არც ისე რთულია. იმედი გვაქვს,რომ ეს სტატია ბევრი რამის გააზრებაში დაგეხმარათ. გაგვიზიარეთ კომენტარებში ამ ზებუნებრივი ნიჭის თქვენს ცხოვრებაში გამვლინების შემთვევებზე.