აი, რატომ არ დავდივარ სალონში წამწამების ლამინირებისთვის

1812

წამწამების და წარბების ლამინირება აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. პროცედურა ქალს მომდევნო 2 თვით გამოხატულ ხედვას ჰპირდება. ოსტატი სპეციალური საშუალებით კლიენტის წარბებს და წამწამებს გულმოდგინედ ვარცხნის. ლამინირების წყალობით შეგიძლიათ წამწამების დაგრძელებასა და დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებაზე უარი თქვათ. დღეს Paparazzi გიამბობთ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მომენტები აქვს პოპულარულ პროცედურას.

წამწამების და წარბების ლამინირება

მაშინაც კი, თუ კოსმეტიკას არ იყენებთ წარბების დავარცხნა და მისთვის ფორმის მინიჭება აუცილებელია. ზოგი წარბებს იხატავს, წამწამებს იგრძელებს და მზადაა სამყარო დაიპყროს. რა მოხდება, თუ 2 თვეში ერთხელ გაიკეთებთ პროცედურას, რომელიც ამ საშუალებების გამოყენებას მოგაშორებთ, თქვენი წარბები და წამწამები კი ყოველ დილით იდეალურად იქნება? ლამინირება მიმზიდველია იმით, რომ წამწამების და წარბების ბუნებრივ სილამაზეზე ხაზგასმას გვპირდება. სპეციალისტების თქმით, პროცედურის შემდეგ ტუში და წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო დაგავიწყდებათ. ზოგიერთ ქალს ბუნებით გრძელი, სწორი წამწამები აქვს, რომელსაც მუდმივად აპრეხა სჭირდება, რომ ხედვა უფრო გაფართოვდეს. მათთვის წამწამების ლამინირება კარგია ვარიანტია, რომ ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურებოდნენ. ლამინირებისთვის შემადგენლობაში შედის: კერატინი, მკვებავი ნივთიერებები, ვიტამინები, მინერალები. საშუალება წამწამების შიგნით აღწევს და მას გარს ეხვევა, ასე იცავს არახელსაყრელი ფაქტორებისგან: მზე, ზღვის წყალი, სიცივე და სხვა ნეგატიური ფაქტორები.

წამწამების ლამინირების პლიუსები – ლამინირების დახმარებით წამწამებს ლამაზად და ბუნებრივად აპრეხთ. პროცედურა დაგრძელებას არც უნდა შეადაროთ, რადგან დაგრძელებისას ხელოვნური წამწამები მაგრდება, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვივა, როგორც ძაღლის ბეწვი გაზაფხულზე. ლამინირების შემდეგ წამწამები ტუშის გარეშე აპრეხილი და მოცულობითია. სურვილის შემთხვევაში, პროცედურის დროს შეგიძლიათ დამწვარი წამწამები სპეციალური საღებავით შეღებოთ ან ბოტოქსით გააჯანსაღოთ, რომელიც აძლიერებს და თითოეულ თმის ღერს უფრო მოცულობითს ხდის. პროცედურა თხელი, ძლივს შესამჩნევი წამწამების მქონე გოგოებს შეეფერებათ, რადგან ლამინირების შემდეგ წამწამები სქელდება. ამბობენ, რომ ლამინირების შემდეგ წამწამების ცვენა წყდება. ეს შესაძლებელია, რადგან აპრეხვა და შეღებვა აღარ მოგიწევთ. ლამინირება წამწამების ზრდას აჩქარებს და მას გარემოს ზემოქმედებისგან იცავს.

წამწამების ლამინირების მინუსები – პროცედურა არც თუ ისე ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყველაფერს იკეთებთ: ლამინირება, წარბების და წამწამების კორექცია, ბოტოქსი და სხვა დანამატები, რომელთაც ოსტატი გთავაზობთ. მნიშვნელოვანია, რომ კარგი სპეციალისტი აირჩიოთ, რადგან წარუმატებელი ლამინირება ისე გამოიყურება, როგორც ობობის ფეხები. არასწორად ჩატარებული პროცედურის შემდეგ 2 თვე ლოდინი მოგიწევთ, სანამ წამწამები განახლდება, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოთ ან პროცედურა აღარასდროს გაიკეთოთ. წამწამების ლამინირება სჯობს სახლში არ გაიკეთოთ, რადგან შეიძლება ლორწოვანი გარსი დააზიანოთ. მაინც, ნასწავლი სპეციალისტი უფრო სწრაფად და ხარისხიანად აკეთებს, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. თუ ბალიშში თავჩარგული ძილი გიყვართ, ლამაზი აპრეხა სწრაფად გაქრება, წამწამებზე ნაოჭები გაჩნდება და ყველაფრის გასწორება მოგიწევთ. პროცედურა 1,5 საათს მოითხოვს, ამიტომ დრო წინასწარ გამოყავით და მზად იყავით, რომ სავარძელზე დაიძინოთ, სანამ ის თქვენს მომხიბვლელ ხედვაზე ჯადოქრობს. ყველას არ სიამოვნებს დახუჭული თვალებით ყოფნა და არაფრის დანახვა, თუ რა ხდება სახეზე.ლამინირება უკუჩვენებულია, თუ ლორწოვანი გარსის ანთება ან თვალის პრობლემები გაქვთ. რეკომენდებული არაა, თვალზე ოპერაციის შემდეგ ან ალერგიული რეაქციის შემთხვევაში. თუმცა ლამინირება ნებადართულია ორსულებისა და მეძუძურე ქალებისთვის, თუ რაიმე უკუჩვენება არ აქვთ.

სხვა მხრივ, თუ სპეციალისტში დარწმუნებული ხართ და უკუჩვენებები არ გაქვთ, წამწამების და წარბების ლამინირება შესანიშნავი პროცედურაა, რომ სახეზე მინიმალური მაკიაჟით შეიცვალოთ. განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა კანს სუნთქვა შეუძლია და არანაირი კოსმეტიკა არ იღვენთება. თქვენ ჩაიტარებთ ასეთ პროცედურას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს