რატომ გვიკვირს, როცა ოჯახში მაგიდის სერვირებას მამაკაცი ახდენს.

0
65

საოჯახო ვალდებულებები ყოველთვის ვერ ნაწილდება ერთნაირად. ეს ლოგიკურია,რადგან თითოეული ადამიანი ამკვიდრებს თავის მოთხოვნილებებს და ტრადიციებს. ზოგიერთ ოჯახში სახლის საქმეები ქალს ავალია,სხვაგან-პირიქით.მთავარია,წყვილი კმაყოფილი იყოს პასუხისმგებლობების გადანაწილებით,თუმცა ზოგჯერ სწორედ ეს საკითხი ხდება საკამათო.ამას წინათ დედის დაქალი გახდა მომსწრე სტერეოტიპის დამსხვრევისა ,რომ სახლის საქმეები ქალის სუსტ მხრებს აწვება. როცა ის შვილს ესტუმრა,შეამჩნია,რომ რძალი ხელსაც არ ანძრევდა,ვაჟი კი ამ დროს სუფრას შლიდა. გაკვირვებულმა დედამთილმა ჰკითხა,ხომ არ სურდა მეუღლის დახმარებოდა.პასუხმა დიდხანს არ დააყოვნა. რძალი ბევრს მუშაობს,ამიტომ საოჯახო საქმეებს ქმარი უძღვება. ახალგაზრდა ქალისთვის შექმნილი სიტუაცია საკმაოდ მისაღები იყო,დედის დაქალი კი დღესაც გაოცებულია. ნუთუ ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა?

ვინაა მართალი და ვინ-დამნაშავე – არ ღირს სხვადასხვა იარლიყის მიწებება,თუ ვინმეს ოჯახური სისტემა განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისგან. რასაკვირველია,ეს ნორმალურია,რადგან ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ამასთანავე,თანამედროვე სამყარო გვკარნახობს ახალ წესებს.ცოლ-ქმარმა თავიდანვე უნდა განიხილოს ოჯახში პასუხისმგებლობების რაციონალურად განაწილების საკითხი.ნებისმიერი საწინააღმდეგო არგუმენტი არ მიიღება. თუ საქმეებს იმის მიხედვით გაიყოფენ,ვის  რისი კეთება გამოსდის უკეთ,დასახულ მიზანს მალევე მიაღწევენ.მაგალითად,სახლის დალაგება ერთადაც შეიძლება,ერთი მოამზადებს ვახშამს,მეორე კი- გარეცხავს ჭურჭელს.ამგვარად,წყვილი შეძლებს განსაზღვროს საკუთარი გრაფიკი. თუ ოჯახში არიან ბავშვები,გარკვეული საქმეების გაკეთება მათაც უნდა დაავალოთ.მაგალითად,სათამაშოების შეგროვება და კარადაში შენახვა.მსგავსი მიდგომა დაეხმარება პატარას შეეჩვიოს წესრიგს და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

წყეული რუტინა – შეეცადეთ სახლში აურზაური არ დაუშვათ,წინააღმდეგ შემთვევაში კი- დალაგების პროცესი გადაიქცევა მცდელობად, მოასწროთ მილიონი საქმის გაკეთება უქმეებზე.სპეციალისტები გვირჩევენ,რომ შევაქოთ ერთმანეთი შესრულებული სამუშაოს გამო. ეს არა მხოლოდ შემატებს მეორე ნახევარს ენთუზიამს, არამედ აუმაღლებს განწყობასაც.

რთული შემთხვევა – არსებობს შემთხვევები,როცა ცოლ-ქმარი აღიზარდა ოჯახში,სადაც მთელ პასუხისმგებლობას დედა ან მამა  იტვირთებდა ხოლმე. ხშირად სწორედ ქალები იღებენ საკუთარ თავზე სახლის საქმეების შესრულებას.მაგალითად, ქალბატონი არ მუშაობდა და საქმეები ებარა.ასეთი სიტუაცია მარტივი გასაგებია, თუმცა ასეთი ქალები ოჯახის სხვა წევრებს არაფერს ავალებენ.ვიღაცისთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია,რათა შექმნილი ვითარება თავის საკეთოლდღეოდ გამოიყენოს,სხვები კი მიიჩნევენ,რომ ქმარ-შვილი არაა ვალდებული დაეხმაროს მათ.ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი საოჯახო საქმეებს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ.არავითარ შემთვევაში არ დააძალოთ,არ უსაყვედუროთ. ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას,შეეცადეთ იყოთ მშვიდი და გულისხმიერი,თუმცა თუ ოჯახის წევრი არ ითვალისწინებს რაციონალურ თხოვნებს,ზოგჯერ შეგიძლიათ თავს ეშმაკობის უფლება მისცეთ. მაგალითად,თუ ჰკითხავთ:”დღეს დაასუფთავებ აბაზანას?”,ადამიანი მალევე იპოვის თავის დაძვრენის გზას. თუმცა თუ უფრო გონივრულ შეკითხვას დაუსვამთ:”დღეს აბაზანას დაასუფთავებ თუ იატაკს მოწმენდ?”,ამ შემთხვევაში ის უფრო მსუბუქ საქმეს აირჩევს.

შეეცადეთ ადეკვატურად გაინაწილოთ ოჯახური პასუხისმგებლობები,ყველამ ის აირჩიოს,რისი გაკეთებაც შეუძლია და სხვებზე უკეთ გამოსდის.დააფასეთ საკუთარი თავი და თქვენი დრო,იცხოვრეთ ზუსტად ისე,როგორც გსურთ.