ნათესავებთან ურთიერთობა ყოველთვის არაა მარტივი და სასურველი. მათ შორის კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა,თუმცა არსებობს ვიწრო ზღვარი,რომლის გადაკვეთის შემთხვევაში მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.
ნათესავებს შორის კამათი
ჩემს ქმარს ჰყავს უმცროსი ძმა. არავისთვისაა გასაკვირი,რომ ის ჩემს დედამთილს უსაზღვროდ უყვარს,ეხმარება და ყველანაირად მხარს უჭერს,იქნება ეს სახლი,მანქანა თუ სხვა. რაც შეგვეხება ჩვენ,მისი დახმარება მხოლოდ შვილებისთვის საჩუქრების ყიდვაში გამოიხატება. ამაზე მეტად დედამთილის ჩემდამი დამოკიდებულება მაღელვებს. როცა 6 წლის წინ მეუღლესთან ხელი მოვაწერე,ქორწილის გადახდა ვეღარ მოვახერხეთ,იმ მომენტისათვის ჩვენს მშობლებს საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. იძულებულნი გავხდით მხოლოდ ოჯახური ვახშმით შემოვფარგლულიყავით კაბის და სხვა ატრიბუტიკის გარეშე…რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი მეუღლის ძმამ გადაწყვიტა ცოლის შერთვა,რძალი იმ მომენტისათვის ორსული იყო და,როგორც ჩანს, ჩემი დედამთილისთვის ეს გარემოება დიდ როლს თამაშობდა.ის ახალ რძალზე საკუთარი ქალიშვილივით ზრუნავდა. სადღეგძელოების დროს აღტაცებული იყო მისით და ყოველივე საუკეთესოს უსურვებდა თავის პატარასთან ერთად,ეს ყველაფერი კი ისე ჟღერდა,თითქოს ეს მესამე კი არა,პირველი შვილიშვილი ყოფილიყო.
დედამთილის საუბრები დაქალებთან
ქორწილი გრძელდებოდა,მე კი უფრო და უფრო მეტი საქებარი სიტყვა მესმოდა ახალი რძლის მისამართით.ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა დედამთილის საკუთარ დაქალებთან საუბარი რომ მოვისმინე. “პირველი რძალი რატომ არ მოგწონს?”-ერთხმად ჰკითხეს მათ. ამაზე დედამთილმა მხოლოდ ხელი ჩაიქნია,შემდეგ დაამატა,რომ ღარიბი და უსარგებლო ვიყავი.რაც შეეხება ახალ რძალს,მისი მშობლები ახლადდაქორწინებულებს უშენებენ სახლს!ვეღარ მოვითმინე და დედამთილს ვკითხე:იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ,უსარგებლოში რას გულისხმობთ?პასუხის და მობოდიშების ნაცვლად მან სიტუაცია ისე შეატრიალა,რომ დამნაშავე მე გამომიყვანა. შედეგად ქმარმა გვერდზე გამიყვანა და მომხდარის გამო პასუხის მომთხოვა. მიუხედავად იმისა,რომ დედამისის ნათქვამი სიტყვასიტყვით ვუამბე,მითხრა,რომ არ ღირდა ურთიერთობის ასე საჯაროდ გარკვევა. ნუთუ ყველაფერი სააშკარაოზე სწორედ მან არ გამოიტანა? განა მან არ მიწოდა ღარიბი და უსარგებლო რძალი? ყოველთვის ვეჭვობდი,რომ ჩემი ქმარი დედიკოს ბიჭი იყო,თუმცა ვერ ვიფიქრებდი მსგავს სიტუაციაშიც მის მხარეს თუ დაიჭერდა.
ახლა სერიოზულად დავფიქრდი განქორწინებაზე. ყველა ცდილობს აზრი შემიცვალოს, ამბობენ, რომ დედამთილს არ მივაქციო ყურადღება. მჭირდება კი ქმარი, რომელიც დედის წინაშე ჩემს პოზიციას არასოდეს იზიარებს? შეუძლია კი მას ჩემი დაცვა?