კუნთებსი სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები, რისთვის გვჭირდება ლიმონი და საპონი

170

ყველა მეორე სპორტსმენი და თითქმის ყველა ფეხმძიმე ქალი დამდგარა ამ უსიამოვნო პრობლემის წინაშე. ეს არის კუნთების სპაზმი. პერიოდულად ყველას გვქვს ხოლმე ეს უსიამოვნო შეგრძნება. როგორ ვებრძოლოთ? პაპარაცის რედაქცია დღეს ამ თემაზე გესაუბრებათ.რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია ექიმთან მისვლა და ზუსტი მიზეზების დადგენა. დამხმარე შინაურ საშუალებებს კი ქვემოთ შემოგთავაზებთ.

კუნთოვანი სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები

სპაზმის გაჩენის მიზეზები – სპაზმი ეს არის კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი დაჭიმვა, რომლის ჩვეულებრივი ხერხით მოდუნება შეუძლებელია. ის იმ წუთში ძალიან მტკივნეულია და მერეც ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას. უმეტესად ემართებათ ღამის საათებში.სპაზმის წარმოშობის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა:

1 . ზოგიერთი მიკროელემენტის ნაკლებობა. უმეტესად კალციუმი და მაგნიუმის. სწორედ ისინი აგებენ პასუხს კუნთოვანი ქსოვილის ნორმალურ მუშაობაზე.

2 . ძალიან დიდი ან ძალიან ცოტა დატვირთვა კუნთებზე. ინტენსიური ვარჯიშის, ფეხზე ხანგრძლივად დგომის დროს კუნთები ვერ ასწრებენ აღდგენას და იძლევიან სიგნალს, რომ დატვირთვა ძალიან დიდია, იდივე ხდება არასაკმარისი აქტივობის დროს.

3 . ორსულობას ასევე ხშირად ახლავს კუნთოვანი სპაზმები. მიზეზი არის ორსულობის დროს მიმდინარე ცვლილებები. ამ დროს ძლიერდება მიკროელემენტებზე და ვიტამინებზე მოთხოვნა, რომელიმეს უკმარისობა იწვევს სპაზმს.

4 . გაუწყლოება ხშირად ხდება სპაზმის მიზეზი. ხანდახან საკმარისია წყლის ბალანსის შევსება, რომ პრობლემა მაშინვე გვარდება.

5 . სპაზმის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა დაავადებები: დიაბეტი, სიმსუქნე, ვენების ვარიკოზი…

მკურნალობა სახლის პირობებში

1 . ლიმონი – აიღეთ ლიმონი და კარგად შეიზილეთ ქუსლებზე ძილის წინ. დაელოდეთ ბოლომდე შეშრობას და ისე დაწექით. გაიმეორეთ პროცედურა 3-4 დღე ზედიზედ. თუ სპაზმი გაქვთ ხელებზე, შეიზილეთ ლიმონი ხელის გულებზე.

2 . ცხელი წყლის აბაზანა – კარგი იქნება ცხელი წყლის აბაზანის მიღება. ის სასიამოვნოდ მოგიდუნებთ კუნთებს და დაგიცავთ სპაზმებისგან. თუ ხანგრძლივი პროცედურებისთვის დრო ან საშუალება არ გაქვთ, დაიდეთ დაჭიმულ ადგილებზე თბილი საფენები.

3 . მწნილები – რადგან კუნთოვანი სპაზმის ძირითადი მიზეზი გაუწყლოებაა, უბრალო კიტრის მწნილი მოგიგვარებთ პრობლემას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, რომელიც კარგად აკავებს უჯრედებში წყალს. ამის ფონზე 33%-თ შემცირდება სპაზმის ინტენსივობა.

4 . ბანანი – რადგან კალიუმის ნაკლებობა სპაზმის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია, მიირთვით მეტი ბანანი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამ მინერალს და მალე შეგივსებთ ორგანიზმს. ასევე კალიუმის წყაროა – ფინიკი, კარტოფილი მუნდირში, კომბოსტო, ზღვის თევზი…

5 . საპონი – ყველაზე მარტივი და უცნაური მეთოდი არის საპონი. საკმარისია, ის ზეწრის ქვეშ დადოთ, ფეხების გასწვრივ და ძილის წინ გაუხახუნოთ ხოლმე რამდენჯერმე.ან მეორე მეთოდი – პატარა ნატეხი ჩაიდოთ წინდებში 15 წუთის განმავლობაში.საპონი დაგეხმარებათ, თუ უკვე გაქვთ სპაზმი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილას  და რამდენიმე წუთში გაგივლით.

კუნთოვანი სპაზმის სრულყოფილი მკურნალობისთვის უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ზემოთ მოცემული საშუალებები კი დამხმარე იქნება თქვენი პრობლემების დროს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს