ხაჭოს ოლადები კეფირით – ნოყიერი საუზმისთვის შესანიშნვი გადაწყვეტილებაა, ის აგავსებთ ენერგიით და სასიამოვნო განწყობით.გამოდის ნაზი, ჰაეროვანი და ფუმფულა. შაქრის რაოდენობა თავად დაარეგულირეთ – მეტი ან ნაკლები, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქიშმიშთ ან კურაგით.
ხაჭოს ოლადები კეფირით
ინგრედიენტები
100 მლ. კეფირი
2 ცალი კვერცხი
1 ჩ/კ ვანილის შაქარი
180 გრ. ხაჭო
1 ჩ/კ სოდა
150 გრ. ფქვილი
მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
1 . ჩაყარეთ ჯამში კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი. ათქვიფეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში.
2 . დაუმატეთ კეფირი, სოდა და ხაჭო, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3 . დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ.
4 . დადგით მიღებული ცომი 10 წუთით.
5 . გადაიტანეთ მიღებული მასა კულინარიულ პარკში.
6 . გახურებულ ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და დასვით მრგვალი ფორმები, დაახლოებით 1 ს/კ.
7 . შეწვით ოლადები საშუალო ცეცხლზე. ჯერ თავდახურულში, ამობრუნების შემდეგ თავახდილში.
8 . სულ ეს არის, ხაჭოს ოლადები კეფირით მზად არის. შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ეს რეცეპტი თქვენი გემოვნებით, გაუკეთოთ შიგთავსი, გააკეთოთ მარილიანი და ა.შ. გემრიელად მიირთვით!