ოჯახის წევრები მივაჩვიე,რომ ხილის ჭამის შემდეგ არასოდეს გადაყარონ კურკები და თესლი,მათ ცალკე პარკში ვინახავთ

0
111

ვის არ უცდია ბავშვობაში ბლის,ატმის ან ქლიავის კურკებისგან ხეები გაეხარებინა? თუმცა ისინი არა და არ იზრდებოდა,თუ კი,ნამდვილად ისეთი არა,როგორსაც ველოდით.

კურკისგან გაზრდილი ხე

ხილის ხეების გასახარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი თესლი და მიმართოთ ვეგეტატიურ მეთოდს.უფრო მარტივი ხომ არ იქნება უკვე მზა ნერგის ყიდვა? ზუსტი პასუხის გასაცემად საჭიროა ორივე ხერხის ღირსებების და ნაკლოვანებების გაანალიზება.

კურკისგან ხის გაზრდის ღირსებები

1.მინიმალური ფინანსური დანახარჯი.

2.მიღებული ხის ძლიერი ფესვური სისტემა.

3.ძლიერი იმუნიტეტი დაავადებების და ბუნების ცვლილებების მიმართ.

4.ამ მეთოდით შედარებით მცირე დროში შეიძლება დიდი რაოდენობით ნერგების მიღება.

5.ახალგაზრდა ხეები შეგიძლიათ გამოიყენოთ საძირედ ან,პირიქით,მათზე დაამყნოთ სასურველი ჯიშის ღეროები.

ნაკლოვანებები

1.ჯვარედინი დამტვერვის შედეგად მიღებული თესლები,დაიმემკვიდრებს ორი მშობობლიური ფორმის დამახასიათებელ ნიშნებს,ამიტომ შედეგის წინაწარმეტყველება შეუძლებელია.

2.პირველი მოსავალი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ 5-7 წლის ან ზოგჯერ მეტი ხნის მერე.

კურკისგან ხის გაზრდის თავისებურებები – მწიფე ნაყოფისგან გამოყოფილ თესლებს სჭირდება სპეციალური მომზადება,რომელიც გაზრდის მათი განვითარების შანსს.არსებობს ბუნებრივი (ჩამოცვენილი ფოთლების და თოვლის ფენის ქვეშ) და ხელოვნური (სტრატიფიკაცია) სახეები. სტრატიფიკაციის ტექნოლოგია განსხვავდება თითოეული სახეობის ხისთვის.კიდევ ერთი მომენტი:სასურველია გამოიყენოთ ადგილობრივი ჯიშის ხეების თესლი,რადგან ისინი შეჩვეული თქვენს რეგიონში არსებულ კლიმატურ პირობებს

კურკისგან გაზრდილი გარგარი – გამოცდილი მებაღეების თქმით,კურკისგან გამოყვანილი გარგარი არ კარგავს დედის ნიშან-თვისებებს და,როგორც წესი,უძლებს სიცივეს.დასათესად შეარჩიეთ არანაკლებ 50 კურკისა.მათი აღმოცენების ხარისხი 50%-ს უტოლდება.კურკები შეინახეთ სველ სუბსტრატში გამოშრობისგან დასაცავად. ოქტომბერში დათესეთ 5-6 სმ სიღრმის ორმოებში,ზემოდან დააყარეთ ფხვიერი მიწა და დააფარეთ ფიჭვის ტოტები.მათი მორწყვა აპრილიდან დაიწყეთ,მაისში უკვე შენიშნავთ პირველ გამონაზარდებს.იმავე ზაფხულს დაბრაკეთ დაავადებული და მავნებლებისგან ყველაზე მეტად დაზიანებული ნერგები.გაზაფხულზე მოიშორეთ ყინვისგან განადგურებული ნერგები.მეორე წელს მოაჭერით  ქვედა კვირტები ,რათა მაქსიმალურად გაიზარდოს. აგვისტოს დასაწყისში დაამყენით გემრიელი ნაყოფის მქონე ხეებზე,თუ ვერ შეეზარდა,2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ.მესამე წლის შემოდგომაზე  გადაჭერით მცენარე ბოლო წარმატებული დამყნობის ადგილზე და გადარგეთ მუდმივ ადგილას. თუ თავდაპირველი ნაყოფი გემრიელი გამოდგა ,შეგიძლიათ დატოვოთ რამდენიმე “მშობლიური” კვირტი.

თესლისგან აღმოცენებული ვაშლი – შეარჩიეთ მსხვილი ვაშლების თესლები, მოათავსეთ წყალში და გადაყარეთ ისინი,რომლებიც ამოტივტივდება. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გაამშრალეთ არა უმეტეს 37 გრადუს ტემპერატურაზე. ასეთი თესლების შენახვა შეიძლება 5 წლამდე,თუმცა ყველაზე უკეთ გაიხარებს მაშინ,როცა გაივლიან სტრატიფიკაციას მოკრეფის წელს.თესლებს შეურიეთ სველი ქვიშა და შეინახეთ 4-10 გრადუს ტემპერატურაზე.ერთი თვის შემდეგ შეამოწმეთ და აარჩიეთ ზომაში მომატებულები,დათესეთ ქოთნებში და შეინახეთ გაზაფხულამდე და მაშინ უკვე შეგიძლიათ თესლი გადაიტანოთ მიწაში.ბაღში გააკეთეთ 2-3,5 სმ სიღრმის თხრილები,რომელთა შორის მანძილი 5-7სმ,რიგებს შორის კი-22-30 სმ უნდა იყოს. ნათესებს ფოთლების ფენა დააფარეთ,ეს ნერგები კიდევ უფრო დაიცავს სიცხისგან. პირველი ფოთლების გამოჩენისთანავე უხვად მორწყეთ თხრილები,დაბრაკეთ გაღუნული,სუსტი,დამპალი ნერგები,დარჩენილთა ფესვები მოათავსეთ “კორნევინას” ხსნარში,მათ დღის განმავლობაში 6სთ-ზე ნაკლებ არ  უნდა ხვდებოდეს მზის სხივები და უახლოესი ხეებისგან 4-5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

კურკისგან აღმოცენებული ალუბალი – ალუბლებს მოაშორეთ სირბილე და კარგად გარეცხეთ კურკები,ჩაყარეთ ქოთანში და დააყარეთ ქვიშა,შეინახეთ სარდაფში 100 დღით,დროდადრო დაატენიანეთ,რათა ისინი არ გამოშრეს,ასევე ყურადღება მიაქციეთ,რომ არ გაჩნდეს ობი.ალუბალს ძალიან უყვარს სინათლე,ამიტომ დათესვისას აირჩიეთ მზიანი მხარე,გააკეთეთ 2-3 სმ სიღრმის თხრილები.მესამე წელს უკვე შეძლებთ ნერგების დამყნობას.

ღირს თუ არა კურკებისგან ხილის გაზრდა? – რასაკვირველია,კი! მათი შეგროვება პრობლემას არ წარმოადგენს,შედეგად კი გემრიელ ნაყოფს მიიღებთ. ასე რომ,არ მოერიდოთ ექსპერიმენტების ჩატარებას